საშემსრულებლო ხელოვნება

ჯგუფი „ირიაო“ ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადასული ქვეყნების ვინაობა ცნობილია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ ფინალში ვერ გადავიდა.

ჯგუფი მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ „ირიაომ სიმღერა – „შენი გულისთვის” შეასრულა.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება, 12 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი