კინო

ნინო ბასილია ბულგარეთში საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს

3-7 ივნისს ბულგარეთში საერთაშორისო კინოფესტივალი The Golden Linden გაიმართა. დაჯილდოვების ცერემონიალზე ქართველი რეჟისორი ნინო ბასილია ფილმისთვის “ანას ცხოვრება” საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვეს.

“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.

ფილმს უკვე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.

მთავარი ჯილდოები პალმა დე მაიორკასა და საფრანგეთში არასის კინოფესტივალებზე და კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო “ფიპრესი” ქაიროს A კლასის კინოფესტივალზე.

“ანას ცხოვრება” სახალინის კინოფესტივალზეც დააჯილდოვეს. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძეს კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი