კინო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ეგიდით, საქართველოს პავილიონში საერთაშორისო კინოფესტიალის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ეგიდით, დღეს, საქართველოს პავილიონში გაიმართა შეხვედრა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს კოტბუსის 2018 წლის საფესტივალო გამოშვება, სადაც საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

შეთანხმების თანახმად: ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართული ფილმების რეტროსპექტივა, ფესტივალის საერთაშორისო ჟურის ერთ-ერთი წევრი იქნება ქართველი კინემატოგრაფისტი, ფესტივალის ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა ახალგაზრდა ქართველი კინოკრიტიკოსი და პროდიუსერი, ხოლო Connecting Cottbus – ის პროექტების განვითარების პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კინოპროექტი. ასევე, გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც მიეძღვნება საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 2018 წლის საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყანას.

აგრეთვე დღეს შედგა შეხვედრა ეროვნული კინოცენტრის დირექტორ ზურაბ მაღალაშვილისა და ხორვატიის კინოცენტრის დირექტორ დანიელ რაფაელიჩს შორის.

შეხვედრის დროს, ერთობლივი ფილმების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ და ხორვატ კინემატოგრაფისტების შორის სამომავლო თანამშრომლობას.

ხორვატიის კინოცენტრის წარმომადგენლები მზად არიან ხელი შეუწყონ ქართულ კინოპროექტებს და დააფინანსონ კოპროდუქციები.

ასევე, მოხდა შეთანხმება, რომ ქართული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ხორვატ კოლეგებს პროგრამის “გადაიღე საქართველოში” (Film in Georgia) დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი