კინო

CINEDOC TBILISI-ს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ მასპინძლობდა საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi.

ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანი იყო: „ჩაუღრმავდი რეალობას”. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდროდა ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიეღო დისკუსიებში.

ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ცნობილი გახდა გამარჯვებულების ვინაობა:

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „ზღვარს მიღმა” – პოლონეთი, გერმანია, ფინეთი (რეჟისორი მარტა პრუსი)

მთავარი პრიზი (სპონსორი: Current Time TV, 3000 აშშ დოლარი): „ძაღლების შორეული ყეფა” – დანია, შვედეთი, ფინეთი (რეჟისორი სიმონ ლერენგ ვილმონტი)

FOCUS CAUCASUS-ის საკონკურსო სექცია

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „მზიანი ღამე” – გერმანია, საქართველო (რეჟისორები: სოსო დუმბაძე და ლეა ჰარტლაუბი)

მთავარი პრიზი (სპონსორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, 3600 ლარი): „გამჭვირვალე სამყარო” – საქართველო (რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი)CIVIL DOC-ის საკონკურსო სექცია

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „ისევ ხვალინდელი დღე” – ჩინეთი (რეჟისორი: ფან იანი)

მთავარი პრიზი (სპონსორი: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, 1200 აშშ დოლარი): „ქალი ტყვეობაში” – უნგრეთი, გერმანია (რეჟისორი: ბერნადეტ ტუზა-რიტერი)სხვა გამარჯვებული ფილმები

CinéDOC-YOUNG: „ბაშირი საოცრებათა ქვეყანაში” – ნიდერლანდები (რეჟისორები: ელს დურანი და ეველინ ვეჰოფი)

სტუდენტური ჟიურის ჯილდო (1500 GEL): „ბობი ჯინი” – დანია, შვედეთი (რეჟისორი: ელვირა ლინდი)

ქართველი კინოკრიტიკოსების ჯილდო (სპონსორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, 3000 ლარი): „ჰარი ჰარალე, დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო” – რუსეთი (რეჟისორი: ლეო გაბრიაძე)

CIVIL PITCH-ის გამარჯვებულები

ნანა ბიჩინაშვილი, კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრი და ლალი კიკნაველიძე, რეჟისორი – პროექტი „ბულინგი სკოლაში” (სპონსორი: Current Time TV, 1000 აშშ დოლარი)

თათია რაზმაძე, ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის და გვანცა მეფარიშვილი, რეჟისორი – პროექტი „სახლი კარის გარეშე” (სპონსორი: Current Time TV, 1000 აშშ დოლარი)

მთავარი პრიზი: ცისანა ხუნდაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – CRRC, ქეთი მაჭავარიანი, რეჟისორი – პროექტი „მზიური” (სპონსორი: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, 5000 აშშ დოლარი)

განვითარების პრიზი: თათია მჭედლიშვილი, ორგანიზაცია ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის, თიკო ნადირაშვილი, კინოსტუდია „ორნი”, პროექტი – „აუდიტორია 115″ (სპონსორი: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, 1350 აშშ დოლარი)რეგიონალური კოორდინატორების Pitching-ის გამარჯვებულები (ჯგუფური პროექტები კინოჩვენებებისთვის საქართველოს მასშტაბით, სპონსორი: Visegrad-ის ფონდი)

პროექტი – „ჭიათურა მაღაროელების ქალაქი” (დავით ხილაძე, მარიამ კაპანაძე, ლევან ჭანტურია, ლიკა გახარია, ნათია სოყურაშვილი, თამარ ფურცელაძე – 1000 ევრო)

პროექტი – „რაჭა – კინო ღია ცის ქვეშ” (თეა ფოლადაშვილი, ნათია მაისაშვილი, ეთერ არსანიძე, თორნიკე ფოლადაშვილი – 1000 ევრო)დაჯილდოვდა კიდევ ოთხი პროექტი (თითოეულისთვის – 700 ლარი)პროექტი – „CineDOC-ი ახალ ბაღში” (ნინო ჩერტკოევი, შოთიკო კოკაური, ლუკა ხაბელაშვილი, მარიტა ლაღიძე, მაგამედ ტოხოსაშვილი, ანა ბარჯაძე)

პროექტი – „საზაფხულო დოკუმენტური კინოფესტივალი” (გვანცა ნარიმანიძე, ნიკა დავლიანიძე)

პროექტი – „უცნობი საბჭოთა კავშირი” (ნენო ქავთარაძე, ონისე ხაჩიკიძე, სოფიკო თოქმაჯიშვილი, თეიმურაზ ინასარიძე, თათია თანაშვილი)

პროექტი – „ურთიერთობები საზღვრების გარეშე” (თამთა შველიძე, ვასიკო ჯანგიბაშვილი, დავით ჭიკაიძე, ანა ბახტაძე, ანა ჩხარტიშვილი, ლაშა არჯევანიშვილი)Sakdoc Film-ის ჯილდო საუკეთესო პროექტისათვის მონტაჟის ეტაპზე (სპონსორი: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, 1000 ლარი)

შორენა თევზაძე, პროექტი – „ციხესიმაგრე”

კომენტარები

კომენტარი