კულტურა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

10 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ბარათაშვილის ნაწარმოებების პირველი ბეჭდური გამოცემები, თარგმანები, მწერლის შესახებ გამოცემული ლიტერატურა, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები. მათ შორისაა – 1839 წელს შესრულებული პოემის ”ბედი ქართლისა” ავტოგრაფი, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა პეტერბურგში შეიძინა; ასევე, 1841, 1842, 1843 წლებში შესრულებული ლექსების კრებულების ავტოგრაფები.

გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი