ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს გამომცემლობა “პალიტრა L” მკითხველს წიგნის ფესტივალისთვის?

მოგეხსსენებათ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გამართავს წიგნის საახალწლო ფესტივალს. ამიტომაც, “არტნიუსი” გაესაუბრა გამომცემლობა “პალიტრა L”-ს, რომელმაც მკითხველებს შესაძენად შემდეგი წიგნები ურჩია:

სტივენ კინგის "ის"-ის სურათის შედეგი

სტივენ კინგის “ის”

რომანი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე – გვიანდელ წლებს.

"დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი"-ის სურათის შედეგი

სტივენონის “დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი”

რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი“ მარადიულ ბრძოლაზე − კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. ამბავი ლონდონში ხდება. ავანსცენაზე გამოდიან: ერთი მხრივ, ჯოჯოხეთის მოციქული, ბოროტების სიმბოლო, რომელთან „საქმის დაჭერას არავინ იკადრებდა“ და მეორე მხრივ, წესიერების გვირგვინი, საყოველთაოდ ცნობილი, სანაქებო პიროვნება, ვისაც ყველა „სიკეთის მთესველად იგულებს“.

ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება ლიტერატურაში ჩვეულებრივი და არახალია, თუმცა სტივენსონმა ამ პატარა ნოველით მოახერხა, ეს მარადიული თემა „უცნაურ“ ამბად გადაექცია.

კაზუო იშიგუროს "დღის მიწურულს"-ის სურათის შედეგი

კაზუო იშიგუროს “დღის მიწურულს”

როცა მთელი შეგნებით, პრინციპულად, უყოყმანოდ ირჩევ, იყო მსახური და მთელი ცხოვრება უმაღლესი ღირსების გრძნობით ატარებ ამ “წოდებას”, როცა უარს ამბობ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, პირად ცხოვრებასა და საკუთარ აზრებზეც კი, შესაძლოა, ერთი მშვენიერი “დღის მიწურულს” მიხვდე, რომ არც ერთი წუთი არ გიცხოვრია, მხოლოდ გამოგონილ იდეალებს ემსახურებოდი და ასე, თავდადებით, ბრმა ერთგულებითა და თაყვანისცემით შეპყრობილი, კარგავდი მართლაც ყველაზე ღირებულს – საკუთარ თავს.

ბატონისადმი ერთგულებით, საკუთარ ემოციებსა და განცდებზე უარის თქმისა და თავშეკავების გასაოცარი უნარით გამორჩეული, ტრადიციული ინგლისელი “ბატლერის” – მსახურთუფროსის ცხოვრების ამსახველი დრამატული მონოლოგი, რომელიც მკითხველს საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრებს და, ეგებ, მისი არსის გადაფასებისკენაც უბიძგოს.

ერიხ მარია რემარკის "აჩრდილები სამოთხეში"-ის სურათის შედეგი

ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში”

ჟურნალისტი და მწერალი,მშვენიერი მსახიობი,გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესი,წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი “ამერიკულ სამოთხეში” მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს.ამ, ერთი შეხედვით,კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი:თითოეულმა დაკარგა ოჯახი,მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო და მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით…

სიმაკის "ქალაქი"-ის სურათის შედეგი

სიმაკის “ქალაქი”

სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი “ქალაქი”. კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია…

კომენტარები

კომენტარი