ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს “წიგნები ვაკეში” მკითხველს წიგნის ფესტივალისთვის?

მოგეხსსენებათ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, გამართავს წიგნის საახალწლო ფესტივალს. ამიტომაც, “არტნიუსი” გაესაუბრა წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”-ს, რომელმაც მკითხველებს შესაძენად შემდეგი წიგნები ურჩია:

No automatic alt text available.

წიგნები ვაკეში წარმოგიდგენთ მ.აგეევის ძალიან საინტერესო ნაწარმოებს “რომანი კოკაინთან ერთად”. აღსანიშნავია, თეა მათეშვილის არაჩვეულებრივი თარგმანი.

უცნობი ავტორის წიგნი, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა. ფსევდონიმით დაწერილი ნაწარმოების ავტორად ვლადიმერ ნაბუკოვსაც კი მოიაზრებდნენ. თუმცა, მწერლის მეუღლემ ეს ფაქტი უარყო. ეს ბიოგრაფიული წიგნია და ჩემს ქმარს კოკაინი არასდროს გაუსინჯავსო.

რომანი კოკაინის პროპაგანდას სულაც არ შეიცავს. ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობასა და ადამიანის კოკაინთან მეგობრობაზე დაგვაფიქრებს.

წიგნი 1930-იან წლებშია დაწერილი. კრიტიკამ ის დადებითად შეაფასა და პროზაული შედევრის ავტორი მ. აგეევის ვინაობა ფსევდონიმად აღიარა..

ეს არის ამბავი ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც ნაწილობრივ თვითონვე გვიამბობს.

Элена Ферранте "История о пропавшем ребенке"-ის სურათის შედეგი

Элена Ферранте “История о пропавшем ребенке”

“დაკარგული ბავშვის ისტორია“ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა, როგორც ნეაპოლიტური ნოველების („ჩემი შესანიშნავი მეგობარი“, „ახალი სახელის ისტორია“, „ის ვინც მიდის და ის ვინც რჩება“) მეოთხე ნაწილი. რომანთა კვარტეტი მიუყვება ელენასა და ლილას მეგობრობის ნაკვალევს მათი ბავშვობიდან, ღარიბ ნეპალურ სამეზობლოში, ზრდასრულ ასაკამდე, როდესაც ორივე ქალი არის დედა, თუმცა მათ აქვთ განსხვავებული გზები არჩეული. მათი ცხოვრებები ავად თუ კარგად, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვნებათაღელვა ისადგურებს დაკარგულ ბავშვთან დაკავშირებით.

Дэн Браун "Происхождение"-ის სურათის შედეგი
Дэн Браун “Происхождение”

ახალი რომანი „დავინჩის კოდის“ ავტორისგან!

ეს არის რომანთა სერიის, („ანგელოზები და დემონები“, „დავინჩის კოდი“ „დაკარგული სიმბოლო“, „ინფერნო“) გაგრძელება. პროფესორი რობერტ ლენგდონი ახალ გამოძიებას იწყებს!

ავტორის წიგნების გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით 200 მილიონს გადააჭარბა

რობერტ ლენგდონი, ყოფილი სტუდენტის ედმონდ კირშის მოწვევით, ესტუმრება გუგენჰაიმის მუზეუმს. მილიარდელი და კომპიუტერული მეცნიერი ცნობილია თავისი გასაოცარი აღმოჩენებითა და წინასწარმეტყველებებით. ამ საღამოს კირში აპირებს „მთელი თანამედროვე მეცნიერებების წარმოდგენების ამოტრიალებას მსოფლიოს შესახებ“. სურს, პასუხი გასცეს ორ მთავარ შეკითხვას, რომელიც აწუხებს კაცობრიობას: “საიდან მოვედით, რა გველოდება?”

სანამ ედმონდი გააკეთებდა თავის განცხადებას, მდიდრული წვეულება ქაოსში გადაიზრდება. ლენგდონი და მუზეუმის დირექტორი ლამაზმანი ამბრე ვიდალი სასწაულებრივად ახერხებენ გაქცევას. მათი გზა ბარსელონაში მიემართება, სადაც კირშმა მასწავლებელს საიდუმლოდ დაუტოვა კოდირებული გასაღები, რომელსაც შეუძლია შეარყიოს ადამიანის მთავარი წარმოდგენები საკუთარ თავზე. საიდუმლო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთანთქმული იყო წყვდიადში. საიდუმლო, რომელსაც სჯობდა არასდროს ენახა დღის სინათლე – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ისინი, ვინც უთვალთვალებს ლენგდონსა და ვიდალს და ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ ხელი შეუშალონ მათ.

Наоми Вуд "Миссис Хемингуэй"-ის სურათის შედეგი
Наоми Вуд “Миссис Хемингуэй”

ყველა დიდებული მამაკაცის უკან დგას დიდებული ქალი. ერნესტ ჰემინგუეის შემთხვევაში ასეთი 4 ქალი არსებობდა: ჰედლი, პოლინი, მარტა და მეტი. თითოეული მათგანი იყო თავისი თაობის ყველაზე ცნობილი მწერლის ცოლი. ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ჰემინგუეის გაძლება. არქივის მასალებზე, წერილებზე, ტელეგრამებსა თუ დღიურებზე დამყარებული ნაომი ვუდის რომანი გვიყვება ფატალურ სასიყვარულო სამკუთხედებზე და დანგრეულ ქორწინებებზე ერნესტ ჰემინგუეის. მოვლენები ვითარდება ბოჰემური პარიზის ფონზე 20-იან წლებში და ამერიკის 60-იანებში, ეპოქის ბევრი ცნობილი პერსონაჟის მონაწილეობით.

Марсель Дюшан, Каролин Кро "Критические Биографии"-ის სურათის შედეგი
Марсель Дюшан, Каролин Кро “Критические Биографии”

მარსელ დიუშანი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მეოცე საუკუნის ხელოვნებაში. დღემდე აქტუალურია კითხვა, ვინ არის ის? – გენიალური მხატვარი, თუ მოხერხებული პროვოკატორი? ფართო საზოგადოებისთვის დიუშანი ცნობილია, როგორც რედი-მეიდების შემქმნელი, რომელიც მთლიანად ანგრევს ტრადიციულ წარმოდგენებს სამყაროს მიმართ და ხელოვნების ნიმუშთა ღირებულებებს. საფრთხეს უქმნის გადახედვა ესთეტიკურ ნორმებს და საავტორო კონცეფციას. დიუშანმა შეიყვანა ხელოვნება მეოთხე განზომილებაში, გააფართოვა მისი ჰორიზონტი უსასრულოდ. დიუშანის ინტერესები გასაოცრად მრავალმხრივია: შედევრებიდან მცდელობებამდე, ფოტოგრაფიიდან საგამომცემლო შემოქმედებამდე, ლიტერატურიდან ჭადრაკამდე.

შეუერთებლის შეერთება, მათ თავისთვის შეიქმნა ქალის ალტერ ეგო – როზა სელავი. დიუშანის შემოქმედების მთავარი შთაგონება მისი ცხოვრება გახლდათ და კაროლინა კროს წიგნიც საშუალებას მისცემს მკითხველს, თუნდაც მხოლოდ ნაწილობრივ შეაფასოს მისი ჩანაფიქრის მოხდენილობა და უნაკლო შესრულება.

Freud "The Interpretation of Dreams"-ის სურათის შედეგი
Freud “The Interpretation of Dreams”

„სიზმრების ინტერპრეტაცია“ ზიგმუნდ ფროიდის თამამი ნაშრომია, რომლის გარშემოც მისი გამოცემის თარიღიდან (1900) – დღემდე არ შეწყვეტილა კამათი.

ფროიდი ფსიქოანალიზის ფუძემდებლად მიიჩნევა. ეს ადამიანის გონების გასაღებია, რომელიც მეოცე საუკუნის ადამიანისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი გახდა.

ფროიდმა დაინახა, რომ ადამიანი მუდამ ებრძვის საკუთარ თავს. მან განავითარა თეორია, რომლის მიხედვითაც, სიზმრები ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესების უნებლიე გამოხატულებაა, კონტრაბანდა – რომელიც მას რეალობიდან გადააქვს. ფროიდისეული ინტერპრეტაციით, სიზმრების ანალიზი სააშკარაოზე გამოიტანს კაცობრიობის ქვეცნობიერს.

Virginia Woolf " A Room of One's Own & The Voyage Out"-ის სურათის შედეგი
Virginia Woolf ” A Room of One’s Own & The Voyage Out”

A Room of One’s Own (1929) დღეს ფემინისტური კლასიკის ნაწილად მიიჩნევა და, შეიძლება ითქვას, ვირჯინია ვულფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. The Voyage Out (1915) ავტორის პირველი ნოველაა. ორივე ზემოთქმული ნაწარმოები საუბრობს ქალის ადგილზე თანამედროვე საზოგადოების რთულ სტრუქტურაში.

ესსეი არის ხელოვან ქალზე, რომელიც ხმისთვის იბრძვის, ისტორიის განმავლობაში მას არ აძლევენ სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის უფლებას კაცების სამყაროში.

ვულფის დამოკიდებულება ნათელია: თუ ქალს შეუძლია ისევე გამოხატოს შემოქმედებით გრძნობები, როგორც მამაკაცს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შემოსავალი და საკუთარი სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიცა, იგი დღემდე აქტუალურია, როგორც თავად მასში ასახული პრობლემა.

რაც შეეხება ნოველას, იგი უფრო პირადულად ასახავს პრობლემის არსს. მთავარი პერსონაჟი რეიჩელ ვინრეისი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში გასეირნება თანამეგზურებთან შეახვედრებს სამყაროს თავიდან სწავლობს, პოულობს სიყვარულსა და ბედნიერებას, თუმცა მათ დამანგრეველ ძალასაც აანალიზებს.

Edgar Allan Poe ” The Collected Tales& Poems”

ედგარ ალან პო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი გახლდათ ამერიკის ისტორიაში. გენიოსი – რომელიც, სამწუხაროდ, არასწორად იყო აღქმული თავის სიცოცხლეში, მანამ, სანამ ბოდლერმა ენთუზიზმით არ გადათარგმნა მისი ნამუშევრები, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვა ევროპაში და მნიშვნელოვანი გავლენაც იქონია თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაზე და არა მხოლოდ, ისეთ მწერლებზეც, როგორებიც იყვნენ: კონან დოილი, ჟიულ ვერნი, დოსტოევსკი და სხვები.

 

კომენტარები

კომენტარი