საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტელექტუალური მუსიკალური მარათონი – „ვინილებიდან აიპოდამდე“

ინტელექტუალური თამაში – „ვინილებიდან აიპოდამდე“ – შეიქმნა დაახლოებით ორი წლის წინ. მისი სულის ჩამდგმელი და იდეის ავტორი გახლავთ ლაშა გელენიძე იგივე ბუდა.

თამაში არის „რა? სად? როდის?“ ტიპის, რომელიც მთლიანად მუსიკაზე არის დაფუძნებული. იგი შედგება რამდენიმე ტურისგან, არის როგორც თეორიული, ასევე ვიზუალური და აუდიო კითხვები. ჯერჯერობით თამაში სისტემატიური არ არის, ორგანიზატორები წელიწადში 3-4 ღონისძიებას ატარებენ. სამომავლოდ იგეგმება თამაშის გაფართოება, მისი სისტემატურად ჩატარება და მეტი მომხმარებლის დაინტერესება, ამასთანავე, შესაძლებელია თამაში სატელევიზიო გადაცემის სახითაც წარდგეს მაყურებლის წინაშე.

ფორმატი შემდეგნაირია: წინასწარ რეგისტრირდებიან გუნდები, რომლებიც მაქსიმუმ ექვსი (მინიმუმ ერთიც) ადამიანისგან შედგება. გუნდები იხიდან თამაშის საწევრო თანხას ( 15-20 ლარს). გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა როგორც ფულადი, ასევე სამახსოვრო პრიზები.

თამაშები ამ ეტაპზე იმართება თბილისში მდებარე ბარებში. ინტერესი საკმაოდ მაღალია, როგორც მოთამაშეების ასევე მასპინძელი ბარის მხრიდანაც. თითო თამაშში საშუალოდ 12-15 გუნდი (60-80 კაცი) მონაწილეობს. მაღალია თამაშებზე დამსწრებთა რიცხვიც.

2018 წლიდან პროექტს შეუერთდა დათო ცომაია, რომელიც მანამდე ერთ-ერთ გუნდის მოთამაშე იყო.

ეს პროექტი ქართულ საზოგადოებაში მუსიკალური მრავალფეროვნებისა და მისი ისტორიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მომდევნო თამაში გაიმართება 2 ივნისს, ახლად გახსნილ ბარ „რებუსში“.

ივენთი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი