კინო

10 საუკეთესო ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალმა უარყო

კანის 71-ე კინოფესტივალი უკვე ბევრ სკანდალში გაეხვა, დაწყებული გენდერული დისბალანსიდან, დამთავრებული წითელ ხალიჩაზე სელფის აკრძალვით, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმ ფილმებზე, რომლებიც ფესტივალის წარმომადგენლებმა უარყვეს.

“არტნიუსი” გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს, რომელიც კანის კინოფესტივალმა უარყო.

10. The Fever

ფილმი 50 წლის ინდიელ ქვრივ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელმაც თავისი სოფელი, რომელიც ჯუნგლებში მდებარეობდა, 20 წლის წინ დატოვა. იგი აეროპორტის დაცვის სამსახურში მუშაობს და თავის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ვანესა, მისი ქალიშვილი, ბრაზილიაში წავა მედიცინის სასწავლებლად, მამაკაცს ღამე საშიში ქმნილების მოლანდებები დაეწყება, რომელიც ჯუნგლებში დაძრწის.

9. Where Life is Born

Where Life is Born by Carlos Reygadas_

კარლოს რეიგადასი ყველაზე წარმატებული რეჟისორია მექსიკის ისტორიაში. იმის გამო, რომ მისი წინა 4 ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვდა, ბევრს ეგონა, რომ წელს კიდევ ერთი დაემატებოდა, მაგრამ ფესტივალის წარმომადგენლებმა მას ყურადღებაც კი არ მიაქციეს.

8. Loro

Loro by Paolo Sorrentino

ეს არის პაოლო სორენტინოს ორ-ნაწილიანი ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ცხოვრებაზეა გადაღებული. თითოეული ნაწილი დაახლოებით 2 საათიანია. პირველი ნაწილი 24 აპრილს გამოვიდა, ხოლო მეორეს იტალიელი მაყურებელი 10 მაისს იხილავს.

7. Non Fiction

Non Fiction by Olivier Assayas_

ფილმი აღწერილია, როგორც ინტელექტუალური, მწარე კომედია, სადაც სექსუალური მსახიობები მონაწილეობენ და ენამოსწრებული დიალოგებია.

6. The Birds of Passage

The Birds of Passage by Ciro Guerra and Cristina Gallego

ეს ფილმი ორი რეჟისორის, ჩირო გუერას და ქრისტინა გალეგოს ერთობლივი ნამუშევარია, რომლითაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მათ შესანიშნავად შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური საკითხების შერწყმა და წარმოჩენა.

5. The Beach Bum

The Beach Bum by Harmony Korine

2018 წელს ამ ფილმს ამერიკაში ყველაზე მეტად ელოდნენ. კორინის და მეთიუს ერთად გამოჩენა ძალიან ამაღელვებელია მაყურებლისთვის. ფილმი არასტანდარტულ ემიგრანტ პოეტზეა, რომელიც თავისი ნამუშევრების გამოქვეყნებას ფლორიდაში ცდილობს.

4. Sunset

დრამა, რომელიც ფილმში ძალიან ფრთხილად, პერიოდულად ჩნდება. რა თქმა უნდა ყველა, გაოგნებული დარჩა, როდესაც ეს ფილმი კანის კინოფესტივალზე ვერ მოხვდა.

3. Vision

Vision by Naomi Kawase

ფილმი იაპონიის ერთ-ერთ პროვინციაში, ნარაშია გადაღებული. ეს არის რეჟისორის, ნაომი კავასეს დაბადების ადგილი. Vision ფრანგ ესეების მწერალ ჯულიეტა ბინოჩეზეა, რომელიც ამ ადგილს სტუმრობს და იდუმალ მთის კაცს ხვდება.

2. Radegund

ფილმის რეჟისორი ტერენს მალიკი კანის კინოფესტივალზე ორჯერ არის წარდგენილი, 1979 და 2011 წლებში. მას ასევე მოგებული აქვს საუკეთესო რეჟისორის ტიტული Palme d’Or-ზე. ამ ყველაფრის გამო გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოხვდა მისი ფილმი 2018 წლის კანის კინოფესტივალზე.

1. Peterloo

Peterloo by Mike Leigh

ფილმის რეჟისორი მაიკ ლეიგი ოქროს ლომის გამარჯვებული და ხუთგზის ოსკარის მფლობელია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი კინო რეჟისორია. მისი მე-13 ფილმი კი საკმაოდ ამბიციური პროექტი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ყველაფრისა, ისევე, როგორც დანარჩენი 9 ფილმი, ვერც Peterloo ვერ მოხვდა კანის კინოფესტივალის ფილმების სიაში.

კომენტარები

კომენტარი