კინო

ინტერვიუ სოსო ბლიაძესთან – ფილმის პროექტი, რომელმაც 400 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვა

ეროვნული კინოცენტრის მიერ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოცმა პროექტმა.

3 მაისს, საექსპერტო კომისიის სხდომაზე , II ტურში გადასულ 6 პროექტს შორის გადაწყდა, რომ საექსპერტო კომისია რეკომენდაციას წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს დაფინანსდეს შემდეგი 3 (სამი) პროექტი:

1.პროექტი ,,ანატორი: მკვდრების სოფელი” – 278 585 (ორას სამოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარი;

2.პროექტი ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – 299 083 (ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ოთხმოცდასამი ) ლარი;

3.პროექტი ,,ოთარის სიკვდილი” – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

“არტნიუსი” გაესაუბრა პროექტ “ოთარის სიკვდილის” რეჟისორს, სოსო ბლიაძეს ფილმის გარშემო და გთავაზობთ ინტერვიუს:

– თქვენი ფილმის პროექტი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, როგორ მოიპოვეთ ეს და რამდენად გამჭირვალე პროცესია?

– 2018 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტმა „ოთარის სიკვდილი“ მოიპოვა დაფინანსება კინოცენტრში. პროექტი მეოთხე წელია შეგვაქვს კონკურსში. წინა 3 ცდა უშედეგოდ დასრულდა. ახლა კი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევძლებთ ამ ფილმის გადაღებას.

– თავად ფილმზე რომ ვისაუბროთ, როდის გაჩნდა მისი გადაღების იდეა და რამ განაპირობა ეს?

– თუ არ ვცდები იდეა 2013 წელს გამიჩნდა და ამავე წელს დავიწყე სცენარზე მუშაობა, ჩემს მეგობარ ელმარ იმანოვთან ერთად.

– რა არის ფილმის იდეა და თუ გაქვთ რამე კონკრეტული სათქმელი?

– ოთარის სიკვდილი არის ამბავი ორ ქართულ ოჯახზე, ერთი თბილისიდან, მეორე სოფლიდან, რომლებიც ინციდენტის გამო გადაიკვეთებიან. ეს ინციდენტი კი მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ჯერჯერობით მეტის თქმა არ შემიძლია ფილმზე.

 – რას გვეტყვით მსახიობებზე, ვინ ითამაშებს მთავარ როლს?

– რამდენიმე მსახიობი უკვე დამტკიცებულია. ვინაობას ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლო მომავალში ვგეგმავთ კასტინგებს, სადაც ყველას მიეცემა შანსი, რომ მოხვდეს ფილმში, როგორც მსახიობს, ისე მოყვარულს.

– როდის შეეძლება მაყურებელს თქვენი ფილმის ნახვა?

– ფილმის გადაღება 2018 წელს იგეგმება, მაყურებელი ფილმს სავარაუდოდ 2019 წელს ნახავს.

 

 

კომენტარები

კომენტარი