კინო

“მზის გოგონები” კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

ფრანგი რეჟისორის, ევა ჰუსონის ფილმმა “მზის გოგონები”, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Production მუშაობდა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ის 12 ფილმს შორის მოხვდა, რომლებიც კანის ფესტივალის მთავარ კონკურსზე წარდგებიან.

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

ფილმი ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებშია შექმნილი.

გთავაზობთ 12 ფილმს, რომლებიც კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას:

  • “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”
  • “BlacKkKlansman”
  • “ვერცხლისფერი ტბის ქვეშ”
  • “დანა + გული”
  • “კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა”
  • “მზის გოგონები”
  • “სოლო: ვარსკვლავური ომების ისტორია”
  • “სურათების წიგნი”
  • “ყველამ იცის”
  • “წვა”
  • “451 ფარენჰეიტი”
  • “ცივი ომი”

კომენტარები

კომენტარი