არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მთავარი აქტორები Facebook-ზე – მთავრობის ადმინისტრაციისა და ლივინგსტონის სოციალური კამპანია

მთავრობის ადმინისტრაციისა და „ლივინგსტონის“ კოლაბორაციით, დაიგეგმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნა ფეისბუკ გვერდები საქართველოს დამოუკიდებლობის 10 მთავარი აქტორისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Marketer.Ge ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში ისტორიის შემქმნელები გადმოგვცემენ თავიანთ დამოკიდებულებასა და ხედვებს ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც, რაღა თქმა უნდა, კომპეტენტური ადამიანების მიერ, ისტორიულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება ინსცენირებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი აქტორები: ნოე ჟორდანიანოე რამიშვილიექვთიმე თაყაიშვილიგიორგი კვინიტაძეაკაკი ჩხენკელიმარო მაყაშვილიქრისტინე შარაშენიძეზაქარია ფალიაშვილისანდრო ახმეტელი და ივანე ჯავახიშვილი თავიანთ და ქვეყნის 100 წლის წინანდელ ისტორიას, სტატუსების, საინტერესო ფაქტების, ფოტოების, ვიდეოებისა და კომენტარების საშუალებით გვიზიარებენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია Facebook Live სერიაც, რომელიც გააცოცხლებს 4 მთავარ ისტორიულ მოვლენას, რომლებიც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.

ასევე, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს სრულ ინფორმაციას მთავარ მოქმედ პერსონაჟებზე და საარქივო მასალას, რომელიც მნიშნველოვანია ისტორიის საილუსტრაციოდ.

„გაცოცხლებული ისტორია“ არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმ მარკეტინგული კამპანიისა, რომელსაც დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ისტორიული პერსონაჟების სოციალურ ქსელში გაცოცხლების იდეა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ხოლო კამპანიის იდეურ განვითარებაზე და მის აღსრულებაზე ზრუნავს სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონი“. კამპანიის კონტენტის მოძიებასა და დამუშავებაზე მუშაობს ისტორიკოს-მკვლევარების ჯგუფი და კომპანია „ლივინგსტონი“. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ჯაბა სამუშია, დოდო ჭუმბურიძე, გიორგი კალანდია და ლევან თაქთაქიშვილი. კამპანიაში გამოყენებული მასალა ეკუთვნის: საქართველოს ეროვნულ არქივს, ეროვნულ მუზეუმს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, ხელნაწერთა მუზეუმს და ლიტერატურის მუზეუმს.

კომენტარები

კომენტარი