ვიზუალური ხელოვნება

ფოტოკონკურსი – “საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ”

“თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი” აცხადებს ფოტო კონკურსს – “საქართველო დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ”.

კონკურსი, როგორც სახელიდან ჩანს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. პროექტის ფარგლებში 18-28 წლის ახალგაზრდა პროფესიონალ თუ მოყვარულ ფოტოგრაფებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი შემოქმედება, რომელიც ხაზს გაუსვამს მათსავე ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოიტანა საქართველოში დამოუკიდებლობიდან განვლილმა ასმა წელმა.

15 მაისამდე მითითებული აპლიკაციის საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეთა ფოტო მასალას, ხოლო 15 მაისს განთავსდება ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ფეისბუქ მომხმარებელთა მოწონების საფუძველზე კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული – I, II, III ადგილი.

პრიზები:

  •  I ადგილი – პლანშეტი და სპეციალური პრიზი
  •  II ადგილი – “ბიბლუსი გალერეა”-ს 150 ლარიანი ვაუჩერი და სპეციალური პრიზი
  •  III ადგილი – “ბიბლუსი გალერეა”-ს 100 ლარიანი ვაუჩერი და სპეციალური პრიზი

20 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

კომენტარები

კომენტარი