ვიზუალური ხელოვნება საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

გარიყულას მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეში ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

6 მაისს გარიყულას მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეში 2018 წლის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

შერჩეული არტისტები 1 კვირის განმავლობაში იცხოვრებენ გარიყულაში და არტ-ვილას კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე.

რეზიდენციის განმავლობაში შესაძლებელია გარიყულაში ვიზიტი და არტისტების მუშაობის პროცესზე დაკვირვება.

Image may contain: 1 person, tree, outdoor and nature

რეზიდენციის დროს შექმნილი ნამუშევრები გამოფენის შემდეგ დარჩება არტ-ვილა გარიყულას მუდმივ ექსპოზიციაში.

არტნიუსთან საუბრისას არტისტმა სოლომონ რაზმაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ძალიან საინტერესო საერთო გამოფენა გამოვიდა. ფერწერული ნამუშევრებისა და ინსტალაციის გარდა, სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ვიმუშავე ჩემს პირველ პერფორმანსზეც. ნამუშევრების კონცეფციას მალე განვათავსებ ჩემს Facebook გვერდსა და website-ზე ”..

No automatic alt text available.

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ შემდეგი არტისტები:

სალომე ჯოხაძე
ანასტასია ახვლედიანი
ანნა ჯიბლაძე
თორნიკე რობაქიძე
მარიამ მუთიძე
თამო ჯუღელი
ნინა ახობაძე
სოლომონ რაზმაძე
ცია ლაბაძე
გიორგი წიკლაური
სალომე რიგვავა
Masterskey (თემურ მაჭავარიანი)
ZmudArt (ლევან ამაშუკელი)

 

კომენტარები

კომენტარი