კინო

კანის კინოფესტივალში ცვლილებებია

კანის კინფესტივალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ფესტივალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლევანდელი ფორმატი წინისგან განსხვავებული იქნებოდა.

ალბათ, ყველას ჰგონიათ, რომ ეს ფესტივალის დაწყების თარიღის გადაწვევაა, მაგრამ არა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ წითელ ხალიჩაზე სელფის გადაღება აკრძალეს.

დღეიდან ვარსკვლავებს, გადამღებ ჯგუფებსა და ჟიურის წევრებს ფოტოებისთვის პოზიორობა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ჟურნალისტების კამერების წინ შეეძლებათ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კანის კინოფესტივალს ძველი ხიბლი და სულისკვეთება დაუბრუნდება.

ალბათ, გახსოვთ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ჩვენი სტატია, სადაც Theguardian-ის გამოქვეყნებული სტატია იყო განხილული. იქ ეწერა, რომ განსხვავებით კანის კინოფესტივალისგან, ლონდონში გამართულ ფესტივალზე ძალიან კარგად იყო დაცული გენდერული ბალანსი. ამ მხრივ, კანის კინოფესტივალმაც მიიღო ზომები და მათ შეძლების და გვარად თანაბრად დაყეს სხვადასხვა კულტურული რასა და გენდერი, რათა ისინი ერთნაირად წარმოდგენილიყვნენ მაყურებელთან.

კომენტარები

კომენტარი