შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მესამე პრესკონფერენცია გერმანიაში დღეს გაიმართება

გერმანიაში, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციის, 500 ლიტერატურული და 100 კულტურული ღონისძიების პრეზენტაცია დღეს გაიმართება. – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ბაზრობამდე ხუთი თვით ადრე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მესამე პრესკონფერენციას გერმანიის არქიტექტურის მუზეუმი უმასპინძლებს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ბოხუა პროექტის პავილიონსა და მრავალფეროვანი პროგრამის დეტალებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებას წამყვანი გერმანული მედიის და ფრანკფურტის კულტურული ინსტიტუციების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ფრანკფურტში ასევე გაიმართება ანა კორძაია-სამადაშვილისა და დავით გაბუნიას ლიტერატურული ღონისძიება წიგნების მაღაზიების წარმომადგენლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი