ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისს გაიხსნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს მეოცედ გაიმართება.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანაა გერმანია! პირველად, ფესტივალის ისტორიაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მრავალრიცხოვანი დელეგაციით ეწვევა თბილისს და პავილიონში საკუთარი სტენდით წარსდგება.

ფესტივალი ფრაფნკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებს და სამ თანამედროვე ავტორს უმასპინძლებს: ულა ლენცე, ოლგა გრიაზნოვა და კატია პეტროვსკაია ფესტივალის ფარგლებში ღონისძებებს გამართავენ და მკითხველს შეხვდებიან. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

ფესტივალი, წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა დამთვალიერებლებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ ერთ სივრცეში იხილონ და შეიძინონ საბავშო წიგნები, დაესწრონ საბავშვო ღონისძიებებს და გაერთონ სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო კუთხეში. მე-11 პავილიონში კი დაგხვდებათ საგამომცმელო სექტორი და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. ფესტივალის სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 20:00-მდე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 31 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.

რაც შეეხება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის საპატიო სტუმრებს ისინი უკვე ცნობილია. გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing-ს ორგანიზებით და GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში ფესტივალზე ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი და ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობა „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამომცემლობა ინტელექტის დიდი ძალისხმევით ფესტივალს კიდევ ერთი საპატიო სტუმარი ეყოლება, ნინო ხარატიშვილი, გერმანიაში აღიარებულ მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი.
ასევე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს და Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს ქართველი წიგნის მოყვარულებისთვის და განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს, წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა “გიკი გოგოს” ავტორი ჰოლი სმეილი.
ფესტივალი წელს კიდევ ერთი სიახლით წარსდგება დამთვალიერებლების წინაშე, სპეციალურად ფესტივალისთვის, მე-11 პავილიონში, წიგნის მოყვარულებს ქართული კინოსა და თეატრის 23 მსახიობი უმასპინძლებს, წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.

იხილეთ წლევანდელ ფესტივალში მონაწილე გამომცემლების, გამავრცელებლების, წიგნის მაღაზიების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო, საჯარო და სხვა ტიპის ორგანიზაციების სია:

აქსოლოტლი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბიბლუსი კო
ბუქკაფე
ბუქმანია
გამომცემლობა აგორა
გამომცემლობა ალეფი/Alephi
გამომცემლობა არეტე
გამომცემლობა არტანუჯი
გამომცემლობა ბაკმი
გამომცემლობა დიოგენე
გამომცემლობა ზებრა გრუპი
გამომცემლობა ინდიგო
გამომცემლობა ინტელექტი
გამომცემლობა კლიო
გამომცემლობა მერიდიანი
გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა პედაგოგიკა
გამომცემლობა პოეზია – poezia
გამომცემლობა რემედას
გამომცემლობა საქწიგნი
გამომცემლობა სეზანი
გამომცემლობა სიესტა
გამომცემლობა შემეცნება
გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გამომცემლობა წიგნი+ერი
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
გოეთეს ინსტიტუტი
ეი.ემ.ეი.ჯი
ელფის გამომცემლობა
თსუ გამომცემლობა – თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი Scripta Manent
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, პროგრამა „ლოგოსი“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ინგლისური წიგნი საქართველოში/English Book in Georgia
ირინა დენეიკინა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
კოსმო ხელნაკეთი აქსესუარები
ლიკო +გამომცემლობა ქართული
ლოგოსი
მაღაზია საწყობი ოლმა
პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში
პეპელა
პრემიერი 2015
რეშენალ სოლუშენსი
სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
საერთაშორისო სახლი
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოვლაბი
სუფთა წყალი
ფლაი ფორვარდი
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
ქარჩხაძის გამომცემლობა
შაქრო ბაბუა
წიგნები ვაკეში
წიგნის მაღაზია ერუდიტი
ჯონ ვრეპი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ფილიალი
China National Publications Import & Export (Group) Corporation
Frankfurter Buchmesse

ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. სპეციალური პროგრამა გელოდებათ ფესტივალის საბავშვო, VI პავილიონში, ღონისძიებების ზუსტი განრიგი წიგნის მოყვარულებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თბილისის მერია.
ღონისძიების მედია პარტნიორია ტელეკომპანია „იმედი”.

მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი 118.

კომენტარები

კომენტარი