კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

System of a Down-ის სომხური წარმოშობის სოლისტი სერჟ თანქიანი ერევანში ჩაფრინდა და მომიტინგეებს მიმართა

ცნობილი როკ–ჯგუფის, System of a Down-ის  სოლისტი სერჟ თანქიანი, რომელმაც ადრე ღიად დაუჭირა მხარი ერევენაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს, სომხეთის დედაქალაქში ჩაფრინდა და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა.

სომხური ოპოზიციის ლიდერი და პრემიერ-მინისტრის კანდიდატი ნიკოლ პაშინიანი ცნობილ არტისტს აეროპორტში შეეგება. საზოგადოებაში ფაქტმა დიდი სიხარული გამოიწვია. ათასობით სომეხი სოლისტს ტაშით, ოვაციებითა და ყვავილებით შეეგება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საშინელი ვირუსის გამო აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ყოფნა, თუმცა ვცდილობდი აქედან მივყოლოდი მოვლენებს და გამომეხატა ჩემი პოზიცია. ახლა კი გპირდებით, რომ მალე მანდ ვიქნები“, – წერდა მომღერალი თავის Facebook გვერდზე.

თავის სიტყვაში თანქიანმა მალდობა გადაუხადა  ამ ადამაიანებს, გამარჯვება მიულოცა მათ და შემდეგ სიმღერა “Bari Arakeel” შეასრულა.

“მთელი მსოფლიო გვიყურებს, როგორც მიზნის მიღწევის პოზიტიურ მაგალითს…  მე ვოცნებობდი ამ დღეზე და ვამაყობ , რომ თქვენთან ვარ”, – თქვა თანქიანმა.

შეგახსენებთ, რომ  დღეს, 8 მაისს პრემიერის განმეორებითი არჩევნები გაიმართება.

1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ–მინისტრობაზე უარი თქვა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ–მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ

კომენტარები

კომენტარი