ლიტერატურა

ნინო ხარატიშვილი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

ნინო ხარატიშვილი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.

ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა 3 ივნისს, 14:00-ზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე („ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი, მთავარი სცენა) გაიმართება. ღონისძიების მოდერატორია მწერალი ლაშა ბუღაძე.

წიგნის ფესტივალისთვის „ინტელექტი“ ამზადებსსპეციალურ სასაჩუქრე გამოცემას, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს ექსკლუზიურად გაეცნოს ნინო ხარატიშვილის ბესტსელერი რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ პირველ თავს ქართულ ენაზე.

ნინოხარატიშვილიგერმანიაში აღიარებულიმწერალი, დრამატურგიდათეატრისრეჟისორია. ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს მის პირველ რომანებს „ჟუჟა“ და „ჩემი საყვარელი ორეული“, ასევე პიესების კრებულს „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გასულ წლებში თარგმნა და გამოსცა. 2018 წლის სექტემბერში კი „ინტელექტი“ გამოსცემს მისმესამე, 1300-გვერდიანრომანს „მერვესიცოცხლე (ბრილკას)“ (მთარგმნელი ნინო ბურდული), რომელიც გერმანიაში 2014 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ესაა ერთი ქართული ოჯახის ასწლოვანი საგა (1900 წლიდან 2000-იანი წლების სათავეებამდე), შთამბეჭდავად დაწერილი ეპოსი, რომელმაც გერმანელიკრიტიკოსებისადამკითხველისდიდიმოწონებადაიმსახურა, „შპიგელმა“ კი ესნაწარმოები „2014 წლისრომანად“ მიიჩნია. გერმანულ მედიაშივე წერდნენ, რომ ნინო ხარატიშვილმა ამ რომანით დაიმკვიდრა თავი, როგორც მისი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო და გამორჩეულმა მწერალმა. „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, ამ დროისთვის,უკვე 15-მდე ენაზეა თარგმნილი და გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო,მათ შორის, ბოლო ხანებში, ლესინგისა და ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული პრემიები.

წიგნი საქართველოში გოეთეს ინსტიტუტისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი