კინო

ერმანო ოლმი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი რეჟისორი ერმანო ოლმი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორი ცნობილია თავისი ჰუმანისტური დრამებით, რომლებშიც იგი სულიერებასა და სოციალურ თემებზე მიუთითებს, მაგალითად, როგორიცაა “ხე ფეხსაცმელებისთვის”, რომელმაც 1978 წელს კანის ფესტივალი მოიგო.

ოლმი გარდაიცვალა ჩრდილოეთ იტალიაში, ასიაგოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელიც არც ისე შორსაა ბასანო დელ გრაპასგან, სადაც ცნობილ რეჟისორს 1980 წლიდან ინოვაციური ფილმის სკოლა ჰქონდა გახსნილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იტალიური კინოს განვითარებაში.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოლმი ბოლო პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა.

მისი პირველი კომერციული ნამუშევარი გახლდათ 1961-ში გადაღებული ფილმი, სახელად “სამსახური”, რომლის პროდიუსერიც იტალიელი რეჟისორი თავადვე გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი