არტ მენეჯმენტი

საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დამატებით რეისს ნიშნავს

“მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს” – წერს საქართველოს რკინიგზა.

19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის, ენიო მორიკონეს კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ.

მატარებელი თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა.

მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური სადგურის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი