ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ენიო მორიკონე ქართველ მსმენელს მიმართავს

როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი კომპოზიტორი და ოსკარის მფლობელი ენიო მორიკონე Black Sea Arena-ზე 19 მაისს ქართველი მსმენელისთვის კონცერტს გამართავს.

პროექტის ფარგლებში, Black Sea Arena-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კომპოზიტორის ვიდეომიმართვა გავრცელდა

როგორც მორიკონეს სიტყვებიდან ირკვევა, ის მსმენელისთვის როგორც ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ კინომუსიკას, ასევე მის შექმნილ უცნობ ნამუშევრებს შეასრულებს.

“19 მაისს ვიქნები საქართველოში და ბლექ სი არენაზე ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტს შემოგთავაზებთ. კონცერტისათვის შევარჩიე მუსიკა, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე შესრულდება ნაწარმოებები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და მსურს, თქვენც გაგაცნოთ.
იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ. ორკესტრი კარგად დაუკრავს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი გუნდიც კარგად იმღერებს. მე მომწონს მათი ვოკალი. მომღერლები ღირსეულად წარდგებიან თავიანთი მაყურებლის წინაშე.
იმედი მაქვს, კმაყოფილები დარჩებით, ვინაიდან მუსიკა თქვენთვის ფრთხილად და მონდომებით შევარჩიეთ.
უამრავი მუსიკალური ნაწარმოები მაქვს დაწერილი, მაგრამ ამჯერად შევარჩიე როგორც თქვენთვის ნაცნობი, ასევე უცნობი კინომუსიკა ჩემი შემოქმედებიდან. ასე რომ, იმედი მაქვს, პუბლიკა ხელგაშლილი შემხვდება.
ვფიქრობ, გამიმართლა, რომ თქვენ წინაშე კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მაქვს.
მოკითხვას ვუთვლი მაყურებლებს იმ იმედით, რომ მათ ყველაფერი მოეწონებათ.” – განაცხადა კომპოზიტორმა.

ენიო მორიკონე ისეთ ფილმების კომპოზიტორია, როგორიცაა “ერთხელ ამრიკაში”, “კარგი, ცუდი, ბოროტი”, “დეკამერონი” და ა.შ.

კონცერტის გასამართად ორი ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამური ღირებულება 600 000 ათასი ევრო, დაახლოებით 1 800 000 ლარია.

საღამო Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები მორიკონეს საპროდიუსერო ჯგუფთან და მენეჯერთან დასკვნით ეტაპზეა.

 

 

კომენტარები

კომენტარი