შემოქმედებითი ინდუსტრიები

„რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებებია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებებია. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა თანამდებობა დატოვა და სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა. იგი ტელეკომპანიის პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი იქნება.

რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, ამ პოსტზე მენეჯმენტმა ნოდარ მელაძის კანდიდატურა დაასახელა. მანამ მელაძე „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდს ხელმძღვანელობდა, ასევე რეპორტაჟებს ამზადებდა ყოველკვირეული გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმისთვის“ და ასევე იყო პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურში სხვა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება.

„კურიერში“  კიდევ ერთი ცვლილებაა. არსებული ინფორმაციით,  „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ზაალ უდუმაშვილი 9 ივნისს მაყურებელს დაემშვიდობება და ტელევიზიიდან წავა. უდუმაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატად მოაზრება.

კომენტარები

კომენტარი