სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

3 მაისს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2018 გაიხსნა

3 მაისს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2018 გაიხსნა. ამჯერად, ჩვენებები თბილისის ცირკში გაიმართა.

მოდის კვირეულის ფარგლენში მონაწილეობას მიიღეს ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა. მათ წარმოადგინეს 2018-2019 შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს. როგორც წესი, ამ კვირეულს ესწრებიან ხოლმე ცნობილი და გავლენიანი უცხოელი დიზაინერები, რომლებიც მთელი მსოფლიო მასშტაბით ეძებენ ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდებს. ამ დროს, ქართველ დამწყებ დიზაინერებს შანსი ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე.

გარდა ამისა, 3–შივე გაიმართა კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა – მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელებული დიზაინერის, ფოტოგრაფისა და მოდის მენტორის გოშა რუბჩინსკის საჯარო ლექცია-დისკუსია. მან ქართველ დიზაინერებს გამოცდილება გაუზიარა.

6 მაისს სწორედ დამწყები დიზაინერების საჩვენებელი ჩვენება მოეწყო, სადაც მათ თავი გააცნეს იტალიური ვოგის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ს და Riccardo Terzo-ს.

Mercedes-Benz მოდისკვირეულს ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Conde Nast International, Forbes USA, Instyle, CR Fashion Book.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სსიპ “აწარმოე საქართველოში” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

23 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი,  მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, სტამბული, მოსკოვი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხუთშაბათს, 3 მაისს,  “მწერალთა სახლის” თეთრ დარბაზში press-breakfest-ის ფორმატში  შეხვდნენ მოდის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები “Pitti Uomo”-ს წარმომადგენლებთან ერთად კვირეულის სიახლეების პარალელურად მედიის წარმომადგენლებმა ფლორენციის მოდის პლატფორმის მომავალ გეგმებიც შეიტყვეს.

“Pitti Uomo” უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს წინა სეზონის წარმატებამ განაპირობა, რომ  წელს ივნისში ამ პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით სწორედ საქართველო და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერები უმასპინძლებენ. წელიწადში ერთხელ ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერები, ბაიერები და ბლოგერები იკრიბებიან. სსიპ “აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით მოდის სამყაროს გამორჩეულ წარმომადგენლებს ქართულ კულტურას წარმატებულ ქართველ დიზაინერებთან ერთად ქართველი ხელოვანებიც გააცნობენ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდამ სტუმრობენ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ქართველი დიაზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Farfetch და Modaoprandi.

 

კომენტარები

კომენტარი