ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

როგორ შევქმნათ მოდური ლოგო 12 მოქმედებით? (How to)

დღეს ისწავლით თუ როგორ გავაკეთოთ მოდური ლოგო სამოყვარულო ხერხებით, უმარტივესი ხელსაწყოების გამოყენებით.

პირველ რიგში, დაგჭირდებათ Adobe Illustrator & Photoshop.

ნიმუშად გამოვიყენებთ ერთ-ერთი ინტერნეტ აქსესუარების მაღაზიის, Access-ის ლოგოს.

1.ვიღებთ სასურველ უკანა ფონს. ვაკოპირებთ Illustrator-ში. შემდეგ ვიღებთ სასურველი ზომის წრეს (Elipse Tool) და უკანა ფონს ვადებთ ზევიდან.

eclipse tool illustrator-ის სურათის შედეგი

2. ვაუფერულებთ წრეს ფერების პანელიდან და ვაფერადებთ კონტურს (ამ შემთხვევაში თეთრად).

3. წრეში ვსვამთ სასურველ ტექსტს, ვაძლევთ სასურველ ფონტს, ფერს, სისქეს და სხვა მახასიათებლებს, სურვილის მიხედვით.

4. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მზა, უფასო ვექტორულ გამოსახულებებთან, რომლებიც შეგვიძლია, აგრეთვე, უფასო საიტებიდან გადმოვწეროთ, თუმცა, სურვილისამებრ, თქვენითაც შეგიძლიათ pen tool-ის დახმარებით სასურველი ობიექტების დახატვა.

ვიღებთ უკვე გადმოწერილ .eps ფორმატის ფაილს და ვაგდებთ ილუსტრატორში. მაუსის დახმარებით ვნიშნავთ სასურველ ნაწილებს და ვაკოპირებთ.

5. გადმოვდივართ მთავარ ფურცელზე და ვსვამთ დაკოპირებულ ობიექტს სასურველ ადგილას. ფერების განყოფილებიდან მას შეგვიძლია სასურველი ფერი მივანიჭოთ.

6. კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ფიგურების განყოფილებას და მთლიან ნამუშევარს გადავადებთ უფერულ (სასურველია კონტური გავუფერადოთ, რომ არ დავკარგოთ) მართკუთხედს.

7.  ვნიშნავთ მართკუთხედსა და თავდაპირველ წრეს ერთდროულად (Shift-ისა და მაუსის მარცხენა ღილაკის დახმარებით). ვიღებთ Shape builder Tool-ს, ვირჩევთ თეთრს ფერების განყოფილებიდან და ვაკლიკავთ წრის გარე და მართკუთხედის შიდა ტერიტორიას.

shape builder tool-ის სურათის შედეგი < -Shape builder Tool

8. ილუსტრატორში მუშაობას მოვრჩით. სწორედ ისაა, რაც გვჭირდებოდა.

9. File მენიუდან ვირჩევთ Export-ს. ვუთითებთ სასურველ ადგილს, სახელს და აუცილებლად PSD ფორმატს, რომ ფოტოშოპში შევძლოთ მუშაობის გაგრძელება და ბოლო შტრიხების შეტანა.

10. ვხსნით დაექსპორტებულ ფაილს ფოტოშოპში. Quick Selection ან Magic Wand ხელსაწყოთი ვნიშნავთ წრის შიდა სივრცეს მთლიანად.

quick selection tool-ის სურათის შედეგი

11. ვშლით თეთრ ფონს.

12. File მენიუდან ვირჩევთ Export-ს, შემდეგ Export As და ვამახსოვრებთ PNG ფორმატში, სასურველ ადგილას, სასურველი სახელით.

ლოგო მზადაა ნებისმიერი საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად…

რაღაც აკლია?

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ…

Photoshop-ში გადატანამდე, Illustrator-ში ვნიშნავთ ტექსტსა და ობიექტს ერთდროულად. შევდივართ Effect მენიუში, შემდეგ Stylize და ვირჩევთ Drop Shadow-ს. ეს უკანასკნელი ჩრდილებს დაამატებს თქვენს ლოგოს, რაც მეტ დახვეწილობას შესძენს მას.

გილოცავთ! თქვენი პირველი ლოგო მშვენიერად გამოიყურება 🙂 

კომენტარები

კომენტარი