სტილი, დიზაინი

5 ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ქართველი დიზაინერი

გასულ წელს საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი დიზაინისა და განსაკუთრებით მოდის ინდუსტრიაში.

ალბათ, უკვე ყველას გსმენიათ დემნა გვასალიას წარმატებების შესახებ. ის მომხმარებელს გამუდმებით აოცებს, რაც მისი ამ მასშტაბით პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

დემნა გვასალიას გარდა, საქართველოში ამ სფეროში კიდევ უამრავი წარმატებული ადამიანი ცხოვრობს, “არტნიუსი” კი გთავაზობთ 5 საუკეთესო მათგანს:

ალექსანდერ არუთუნოვი

მოსკოვში დაბადებული ალექსანდერ არუთუნოვი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ბოლო წლებში გახდა ცნობილი. იგი შთაგონებისთვის ქალურობის, სექსუალურობის და გაბედულობის ხელოვნებას იყენებს, რასაც მის წამატებასთან მივყავართ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტანსაცმელს სახლში კერავს, მისი კოლექციების თითოეული დეტალი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მის კოლექციებში, ასევე, ხშირად შევხვდებით ხელნაკეთ დეტალებსაც.

© Alexander Arutyutyonov AW17

Mach & Mach

2012 წელს, გვანცა და ნინა მაჭარაშვილების მიერ დაარსებული Mach & Mach თბილისის მოდის კვირეულის განუყოფელი ნაწილია. ისინი, მაღალი ხარისხის, კომფორტულად სახმარ კულტურულ კოლექციაზე იღებენ აქცენტს. ქართული ბრენდი მომხმარებელს ქალურობითა და მატერიალების გამაოგნებელი ნარევით ყოველთვის აოცებს.

Situationist

ქართველი დიზაინერების წყვილი თავისი იდეალური, მზა ნაწარმით გამოირჩევა. ალბათ, ბევრს გახსოვთ, როდესაც ჯიჯი ჰადიდს წყვილის მიერ დამზადებული ორი ტანისამოსი ეცვა, რის შემდეგაც, Situationist-ის ქალის პროდუქცია მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.

აზნაური

“აზნაური” 2016 წელს დაარსდა და ის მომხმარებელს 1990-იანი წლების გათანამედროვებულ, დახვეწილ ტანისამოსს სთავაზობს. იგი თანამედროვე მინიმალიზმით გამოირჩევა და აქცენტს ისეთ ტანსაცმელზე იღებს, რომლის ჩაცმაც ორივე სქესის წამომადგენლებს შეუძლიათ. “აზნაურის” კრეატიული დირექტორი ირაკლი რუსაძე 10 წელზე მეტია ქართული მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავია.

Atelier Kikala

ამ ბრენდმა 2012 წელს, Kikala Studio-ს ბაზაზე დაიწყო არსებობა. იგი მამუკა კიკალიშვილმა დააფუძნა და მომხმარებელს ვიზუალური ესთტიკისა და თანამედროვეობის ნამდვილი რევოლუცია შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი