ვიზუალური ხელოვნება კულტურა

პრეზერვატივების კომპანია “აიისა” არ ნებდება და კამპანია “მეც დამაჯარიმე” დაიწყო

პრეზერვატივების კომპანია “აიისა” არ ნებდება და ფეისბუქ კამპანია”მეც დამაჯარიმე” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პროფილის ფოტოზე შესაბამისი ტექსტით “მაკურთხებელი მარჯვენა” უნდა დაყენდეს.

კომპანია დღევანდელ რეზოლუციას სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებში ასაჩივრებს და იმ კანონის გაუქმებას მოითხოვს რომლითაც მერიამ და საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელეს.

“აიისა აგრძელებს სამართლებრივ დავას სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. დღეს დაწესებული სანქციები დავის დასრულებამდე უძლურია 

მაკურთხებელი მარჯვენა შეგიძლიათ დააყენო ბმულიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნით, პრეზერვატივიების ქართული ბრენდი “აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს, – ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და კომპანიას 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ, რომ “აიისა” პრეზერვატივების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2017 წლის მაისში გამოჩნდა. ამ წამოწყების იდეის ავტორი და დამფუძნებელი ახალგაზრდა გოგონა, ანანია გაჩეჩილაძეა. მისი პროდუქტი სარკაზმით გამოირჩევა.

პრეზერვატივზე გამოსახული წმინდანები და რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები, ვეფხისტყაოსნის ციტატები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართლის დედის სიმბოლოები საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი