საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისში ცნობილი პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი დაუკრავს

6 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ცნობილი ჩეხი პიანისტის ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.

ლუკაშ ვონდრაჩეკი ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის პიანისტთა კონკურსის 2016 წლის გრან-პრის მფლობელია. მას ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად მიიჩნევენ. იგი მართავს კონცერტებს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოსედა, მარინ ოლსოპი, კრისტოფ ეშენბახი, პიეტრი ინკინენი, ვასილი პეტრენკო, იაკუბ ჰრუშა, ანუ ტალი, ქსიან ჟანგი, კშიშტოფ ურბანსკი, სტაფან დენევი და ალექსანდრე ლაზარევი.

ლუკაშ ვონდრაჩეკის საკონცერტო გრაფიკი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტს და ქალაქს მოიცავს – ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი, ლონდონის უიგმორ ჰოლი, ამსტერდამის კონსერტხებაუ, ვენის კონცერტჰაუზი, ციურიხის ტონჰალე. საქართველოში ლუკაშ ვონდრაჩეკმა პირველად 2017 წლის შემოდგომაზე დაუკრა, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში, ახლა კი თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგება.

ბილეთები იყიდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინ https://bit.ly/2H9Ouxb

პროექტის პარტნიორები: სარეკლამო კომპანია “ალმა”, სასტუმრო „მუზეუმი“, რესტორნები „შავი ლომი“ და „ბარბარესთან“, საინფორმაციო სააგენტო GHN, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო პირველი არხი და რადიო „ფორტუნა“.

კომენტარები

კომენტარი