ლიტერატურა

თბილისს “გიკი გოგოს” ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა

მსოფლიო ბესტსელერის, გიკი გოგოს სერიის (6-ტომეულის) ავტორი, ჰოლი სმეილი საქართველოს მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ამის შესახებ “ლიბერალი” აცხადებს.

 

ჰოლი სმეილი ბრიტანელი, Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელი მწერალია. მისი წიგნი, “გიკი გოგო” კი ქართველი თინეიჯერების ერთ-ერთი საყვარელი წიგნია.

“15 წლის ჰარიეტ მანერსი ნამდვილი გიკია. და როგორც გიკმა – ძველმოდურმა, ენთუზიასტმა და უსარგებლო სიტყვების მოყვარულმა – ბევრი რამ იცის.მაგრამ ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს. და როცა შანსი ეძლევა, ყველაფერი შეცვალოს, ჰარიეტი შემთხვევას ხელიდან არ უშვებს. მოახერხებს კი გიკი გოგო, მომხიბლავ ქალიშვილად იქცეს?”

31 მაისს, 14:00 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სცენაზე (წერეთლის #118)

1 ივნისს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7)

კომენტარები

კომენტარი