ბლოგი კინო

“ქალების ქართული ფილმის ფესტივალი” – ამ სათაურით გამოეხმარა The Guardian ლონდონში გახსნილ ქართული ფილმის ფესტივალს

“the female-led Georgian film festival” – ასე უწოდებს The Guardian ლონდონში გახსნილ ქართული ფილმების ფესტივალს.

“წარდგენილი ფილმების ნახევარი ქალი რეჟისორების მიერაა გადაღებული. ფესტივალის ფოკუსში მოექცა ქართველი ქალების სარეჟისორო შესაძლებლობები, ტალანტი, ახალი თაობის ქართველი ქალბატონები, რომლებიც ქმნიან ფილმებს ქვეყნის პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მნიშვნელობაზე” – წერია სტატიაში.

The Guardian ქართველ მწერალსა და რეჟისორზე, ნანა ექვთიმიშვილზე საუბრობს და მასთან სატელეფონო ინტერვიუს დეტალებსაც აქვეყნებს. ავტორი მას ნიჭიერ ქართველ რეჟისორად მოიხსენიებს.

სტატიაში, ასევე, მოხსენებულია ელენე ნავერიანი, რომელმაც 2014 გამოუშვა დრამა “The Gospel of Anasyrma”, რომლის ჩვენებაც საქართველოში არ გამართულა LGBT თემატიკის და ქართული საზოგადოების, ამ თემასთან, სენსიტიური დამოკიდებულების გამო.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში “კინოში ასახული ცხოვრება” – ქართული ფილმების ფესტივალი დღეს გაიხსნა.

მე-5 ფესტივალი პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძვნება.

კომენტარები

კომენტარი