სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისს Еlle, Vogue Usa, Vogue italy, Vogue Japan, Grazia და სხვა პრესტიჟული გამოცემა ეწვევა

დღეს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2018 იხსნება. შეგახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ მოდის სფეროში. ამჯერად, ჩვენებები თბილისის ცირკში გაიმართება. 5 დღის განმავლობაში ვიზიტორებს ელით უამრავი წარმოდგენები, გამოფენა თუ მასტერკლასები.

მოდის კვირეულის ფარგლენში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი დიზაინერები. ისინი წარადგენენ 2018-2019 შემოდგომა/ზამთრის კოლექიებს. როგორც წესი, ამ კვირეულს ესწრებიან ხოლმე ცნობილი და გავლენიანი უცხოელი დიზაინერები, რომლებიც მთელი მსოფლიო მასშტაბით ეძებენ ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდებს. ამ დროს, ქართველ დამწყებ დიზაინერებს შანსი ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე. 6 მაისს სწორედ დამწყები დიზაინერების საჩვენებელი ჩვენება ეწყობა, სადაც საშუალება ექნებათ თავი გააცნონ იტალიური ვოგის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ს და Riccardo Terzo-

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Mercedes-Benz მოდისკვირეულის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოში ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Conde Nast International, Forbes USA, Instyle, CR Fashion Book ეწვივნენ.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სსიპ “აწარმოე საქართველოში” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

 

კომენტარები

კომენტარი