სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2018 იხსნება

დღეს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2018 იხსნება. შეგახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ მოდის სფეროში. ამჯერად, ჩვენებები თბილისის ცირკში გაიმართება. 5 დღის განმავლობაში ვიზიტორებს ელით უამრავი წარმოდგენები, გამოფენა თუ მასტერკლასები.

მოდის კვირეულის ფარგლენში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი დიზაინერები. ისინი წარადგენენ 2018-2019 შემოდგომა/ზამთრის კოლექიებს. როგორც წესი, ამ კვირეულს ესწრებიან ხოლმე ცნობილი და გავლენიანი უცხოელი დიზაინერები, რომლებიც მთელი მსოფლიო მასშტაბით ეძებენ ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდებს. ამ დროს, ქართველ დამწყებ დიზაინერებს შანსი ეძლევათ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გავიდნენ მსოფლიო ბაზარზე. 6 მაისს სწორედ დამწყები დიზაინერების საჩვენებელი ჩვენება ეწყობა, სადაც საშუალება ექნებათ თავი გააცნონ იტალიური ვოგის აღმასრულებელ რედაქტორს Sara Sozzani Maino ს და Riccardo Terzo-ს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi- სვის. ქართველი დიზაინერების „hand-made” ნამუშევრებმა მოხიბლა მსოფლიოში ცნობილი არა ერთი მოდის გურუ. ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა თბილისში ივნისში გაიმართება სსიპ “აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით.

კვირეულის ორგანიზატორები ბევრ სიახლესა და საინტერესო სანახაობებს გვპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი