სტილი, დიზაინი

კორსეტი – მეცხრამეტე საუკუნის ქალთა მშვენება

კორსეტი არის ფართო დრეკადი სარტყელი, რომელსაც ქალები იკრავენ წელზე (კაბის ქვეშ) ტანკენარობის გამოსაჩენად.

გარდა ვიზუალური დატვირთვისა, კორსეტს სამედიცინო სფეროშიც ხშირად გამოუყენებიათ. მას ხმარობენ ხერხემლის ზოგი დაავადების (მაგ., გამრუდების) სამკურნალოდ.

1800-იანი წლები კორსეტის ბუმის პერიოდი იყო. ამ დროს იგი ელეგანტურად და ქალთა გარდერობის სასურველ ნივთად მიიჩნეოდა.

დიდი ყურადღება ექცეოდა მის დიზაინს. ამიტომ იმ პერიოდში გაიზარდა კორსეტის წარმოება. ის გამოდიოდა უამრავი ფერის, ფორმის, ზომისა თუ სხვა მახასიათებლების.

იხილეთ ფოტოები, რათა შეიცნოთ მეცხრამეტე საუკუნის ქალთა მშვენება.

კომენტარები

კომენტარი