საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას გეგმავს “საქართველოს სიმფონიეტა?”

პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტა“ წარმოადგინა კონცერტებ საქართველოს რეგიონებში. პროექტის ფარგლაბში  კონცერტები ჩატარდა საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქში: თელავი, სტეფანწმინდა, დუშეთი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ზუგდიდი.

თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში გამართულ კონცერტებში საქართველოს სინფონიეტასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. ისინი მსმენელის წინაშე წარდგნენ როგორც სოლისტები და როგორც კამერული ორკესტრის წევრები.

16 აპრილს, მცხეთაში პირველად შესრულდა ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური ინსტრუმენტებით. პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავ და კონცერტს უდირიჟორაგამოჩენილმა გერმანელმა მევიოლინე და დირიჟორმა კრისტოფ მაიერმა. იგი ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში.

კონცერტები ასევე გაიმართა: 23 აპრილს სტეფანწმინდაში, 24 აპრილს დუშეთში, 25 აპრილს ზუგდიდში, 26 აპრილს ქუთაისში და 27 აპრილს თელავში. შესრულდა: ა. ვივალდის, გ.ფ.ტელემანის, ვ.ა.მოცარტისა და ს.ცინცაძის ნაწარმოებები.

4 მაისს, პროექტის დასკვნითი კონცერტი ქალაქ რუსთავის ხელოვნების სკოლაში (ჭავჭავაძის ქ. 4) გაიმართება. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის რ. ლაღიძის სახ. 3 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, დირიჟორი მიხეილ ედიშერაშვილი. კონცერტის დასაწყისი 17:00-ზე, დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი