საშემსრულებლო ხელოვნება

მუსიკის კეთება უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია – Ableton ახალ საიტს გთავაზობთ, სადაც მუსიკის კეთებას ისწავლით, თანაც პრაქტიკულად

ბოლო წლებში ელექტრონული მუსიკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ ციფრული სამყარო აფართოებს ხმის მიღებისა და დამუშავების პრინციპებს, ეს უკანასკნელი, ასევე, ამარტივებს მუსიკის კეთებას.

წელს, ციფრული აუდიო პლატფორმა, Ableton-ი მომხმარებელს სთავაზობს ახალ საიტს, რომლის მიზანიც მუსიკის კეთების პოპულარიზაციაა. ვებ-გვერდი იქნება ინტერაქციული ხასიათის და, რაც მთავარია, ძალიან მარტივი. მასში ინტეგრირებული იქნება თავად Ableton Live-ის ნაწილები, მომხმარებელი შეძლებს საიტიდან გადამისამართების გარეშე შეასრულოს პრაქტიკული დავალებები, ან დააექსპორტოს ისინი ორიგინალ პროგრამაში.

მუსიკის სწავლა იქნება უფასო და შეიცავს ისეთ ფუნდამენტალურ საკითხებს, როგორებიცაა: ბითები (იგივე დარტყმები), ნოტები, შკალა, აკორდები, ბას სექცია და მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურა.

Ableton კურსის განმავლობაში ხშირად გამოიყენებს ისეთ ნაცნობ მუსიკალურ ნაწარმოებებს, როგორებიცაა: ბიონსეს “Single Ladies”, ბობ მარლის “Get Up, Stand Up”, რობერტ ჰუდის “Ride”, რათა სტუდენტმა მარტივად შეძლოს ჩაწვდეს მუშაობის პროცესს.

საიტს ასევე ექნება გვერდი, სახელად “The Playground”, სადაც მომხმარებელი შეძლებს ჩაატაროს ექსპერიმენტები და შექმნას მუსიკა, ასევე, გადაიტანოს ნამუშევარი Ableton Live-ში.

საიტი უკვე ჩაეშვა ინტერნეტსივრცეში –  Ableton LearningMusic

არ გამოტოვოთ შანსი!

კომენტარები

კომენტარი