ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

მე-19 საუკუნის ზანზიბარული მოდა და ფოტოგრაფია

შავ-თეთრი ფოტოები, განსაკუთრებით,  პორტრეტები, ხშირად შორეულია, თითქოს ისინი ასახავენ ადამიანებს, რომელთა მსოფლმდხედველობა აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენისგან.

ამ ფოტობზე, რომლებიც ზანზიბარში 1830-1900 იან წლებშია გადაღებული, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც, ჩაცმულობისა და სახის გამომეტყველების დანახვისთანავე, თანამედროვეობას მივაწერთ. მათი რჩეული პოზები და მოდა გვიყვება სოციალირი ცვლილებების შესახებ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ზანზიბარის სტუდიოები ელიტის მფარველობაში იყო. ამის მიზეზი კი, სხვა დანარჩენთან ერთად, გახლდათ ის, რომ ფოტოგრაფია მარკეტინგულად მომგებიანი რამ გახლდათ. კერძოდ, დაიწყეს პეიზაჟებისა და პორტრეტების ფოტოების გაყიდვა, როგორც მკვიდრ მოსახლეობაზე, ასევე, ტურისტებზეც.

1897 წელი მონობის გაუქმების გარდა, ფოტოგრაფიის აღზევების დასაწყისიც გახდა. გაიზარდა მოთხოვნა ადგილობრივი « მშვენების » გამოსახულებებზე, თანაც, ამას დაემატა ქალთა განთავისუფლება და, შედეგად, მათი საპასუხო ქცევა – დაიწყეს ჩაცმა-დახურვა ისე, როგორც უწინ არ შეეძლოთ, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გაზარდა მათი მოდური და მშვენიერი გამოსახულებები.

fashioning change: zanzibarian-ის სურათის შედეგიfashioning change: zanzibarian-ის სურათის შედეგი

 

კომენტარები

კომენტარი