არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის, Electrounats X – ის ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დაწესებულების მისიაა, რომ კულტივაცია გაუწიოს ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ფორმების სწორ აღქმასა და პატივისცემას, რადგან შესამჩნევია ამ სფეროს მნიშვნელოვანი პოტენციალი შემოქმედებასა და კულტურაში.

ორგანიზაცია მიზნის მისაღწევად პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით აკავშირებს ლოკალურ არტისტებსა და კულტურულ საზოგადოებებს.

დაწესებულება მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს, ეწევა საგანმანათლებლო, ასევე, მედია საქმიანობას, ატარებს ვორქშოფებს, იღებს მონაწილეობას ფესტივალებში და ურთიერთობს სხვა ორგანიზაციებთან საერთო მიზნის მისაღწევად.

ყოველი წლის ბოლოს იმართება ელექტრონული მუსიკის სფეროში მოღვაწე არტისტების, კულტურული საზოგადოებებისა და ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალი. არც 2018 წელი ყოფილა გამონაკლისი.

გთავაზობთ “Electronauts X” დაჯილდოების ნომინაციებში გამარჯვებულებს:

საუკეთესო ფესტივალი: 4GB

საუკეთესო მუსიკალური კლიპი: KAYAKATA – JUNGLE WITH FICTION

საუკეთესო ჩამწერი სტუდია: BASSIANI RECORDS

საუკეთესო ალბომი: VA-DE/ დე: SOUNDS FROM GEORGIA

საუკეთესო დი-ჯეი: HAMATSUKI

აუკეთესო ლაივ პერფორმანსი: ZESKNEL

საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები: NEWA – SMASH IT

ახალი სახე: TKIVILSAARI

ELECTRONAUTS 2017: NEWA

აღსანიშნავია, რომ Electronauts-ის ისტორია 2005 წლიდან იწყება, როდესაც ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა, სერგი გვარჯალაძემ გადაიღო ფილმი ახალი თაობის ქართველ ელექტრონიკის არტისტებზე, რომლებიც ელექტროობის კრიზისის დროს მოღვაწეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი