არტ მენეჯმენტი კულტურა

8 ყველაზე საოცნებო სამსახური მსოფლიოში

საქართველოში არც თუ ისე დიდი ფუფუნებაა, ერთი მხრივ, დასაქმების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი პრობლემაა ის თუ რამდენად სასურველია ეს სამსახური.

“არტნიუსი” გთავაზობთ 8 ყველაზე საოცნებო სამსახურს როგორც შინაარსით, ისე ანაზღაურების მხრივ.

1. დისნეის ოცნებინჟინერი

მოსალოდნელი შემოსავალი: 30 000 – 130 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: ჩრდილოეთ ამერიკა & აზია

სამუშაოს აღწერა: დისნეის ოცნებინჟინერს მოეთხოვება მოიფიქროს “საოცრებები” დისნეის პარკებისთვის, რომლებსაც რეალობაში განახორციელებს. თუ გიყვართ ოცნება და მილიონობით ადამიანის გაღიმება თქვენი შემოქმედებით, ეს სამსახური თქვენთვისაა.

Disney Imagineers are responsible for all Disney attractions, like here in Disney Land Hong Kong (psgxxx / Shutterstock.com)

2. პროფესიონალი ჩამხუტებელი

მოსალოდნელი შემოსავალი: 30 000 – 100 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: ნებისმიერი

სამუშაოს აღწერა: პირველი პროფესიონალი ჩახუტების კაფე იაპონიაში რამდენიმე წლის წინა გაიხსნა და უკვე ოკეანის მიღმაც გავრცელდა. სამუშაო ზუსტად ისეთია, როგორც ჟღერს. ხალხი იხდის იმაში, რომ რამდენიმე საათით ჩაეხუტო.  თუ გიყვარს ადამიანების ჩახუტება და მოფერება, ეს სამუშაო ნამდვილად შენთვისაა.

You can make a pretty lucrative career out of cuddling and make lots of people happy. (Shutterstock)

3. პირადი კუნძულის მომვლელი

მოსალოდნელი შემოსავალი: 15 000 – 120 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: მარტოსული კუნძულები, ცივილიზაციიდან ძალიან შორს

სამუშაოს აღწერა: გავრცელებული ტრენდია, რომ ძალიან მდიდარ ხალხს საკუთარი კუნძლები აქვთ ოკეანეებში. თუ გაგიმართლათ და აგარჩევენ პრივილეგირებული სამუშაოსთვის,  თქვენ მოგიწევთ გაატაროთ დიდი დრო ისეთ ადგილას, სადაც მოხვედრაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს. და, რა თქმა უნდა, ამისთვის გადაგიხდიან!

Being a private island caretaker is probably one of the best jobs in the world. (Shutterstock)

4. “ბენ ენდ ჯერი”-ს გემოების ოსტატი

მოსალოდნელი შემოსავალი: 40 000 – 200 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: ამერიკის შეერთებული შტატები

სამუშაოს აღწერა: ეს არის ყველა ადამიანის ბავშვობის ოცნება, რომლის ახდენის საშუალებასაც “ბენ ენდ ჯერი” გაძლევთ. სამსახური მოიცავს ნაყინის, კანფეტების და ყველა სახეობის სიროფის დესერტების დაგემოვნებას, “ხარისხის კონტროლის” სახელით. არაჯანსაღად ჟღერს არა? სამაგიეროდ, თქვენ იქნებით ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე.

Ben & Jerry's ice cream store in Movie world Gold coast. (ChameleonsEye / Shutterstock.com)

5. წყლის სასრიალოს შემმოწმებელი

მოსალოდნელი შემოსავალი: 26 000 $-მდე (წელიწადში)

ლოკაცია: ნებისმიერი

სამუშაოს აღწერა: ეს არის ბავშვების საოცნებო სამსახური, რომელიც რეალურად არსებობს. დასაქმებულს უწევს შეამოწმოს წონგამძლეობა, სიჩქარე, წყლის რაოდენობა და ა.შ.

Waterslide testing is an actual job. (Shutterstock)

6. პროფესიონალი “ნეტფლიქსის” მაყურებელი

მოსალოდნელი შემოსავალი: დაახლოებით 20 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: სახლი

სამუშაოს აღწერა: არსებობს მაყურებელთა პატარა ჯგუფები, რომლებსაც ევალებათ, რომ მთელი დღე სახლში ისხდნენ და უყურონ ფილმებსა და შოუებს და დაახარისხონ ისინი კატეგორიების მიხედვით. მათ ევალებათ ის სამუშაო, რომელსაც კომპიუტერი ვერ ასრულებს.

A select few of lucky people get paid to watch Netflix all day. (Shutterstock)

7. მდიდრული საწოლების შემმოწმებელი

მოსალოდნელი შემოსავალი: დაახლოებით 20 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: მდიდრული სასტუმროები

სამუშაოს აღწერა: ალბათ, ბევრჯერ გიხუმრიათ ამ თემაზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უხდიან იმისთვის, რომ დაიძინონ მდიდრულ საწოლებში და აღწერონ გამოცდილება, შეამოწმონ რამდენად კომფორტულია ისინი. თუ ამ სამსახურისთვის ზედმეტაც ცოტა გძინავთ, შეიძლება დაგაინტერესოთ ლონდონში, “ჰოლიდეი ინ”-ში არსებული სამსახური, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საწოლის გამთბობის მომსახურებას.

A woman is sleeping in a luxurious and comfortable bed. (Shutterstock)

8. პროფესიონალი მოგზაური

მოსალოდნელი შემოსავალი: დაახლოებით 50 000 $ (წელიწადში)

ლოკაცია: დედამიწა

სამუშაოს აღწერა: ვის არ სურს, რომ მუდამ შვებულებაში იყოს? 2009-ში TheBigTrip.com-მა გამოაცხადა ვაკანსია მოგზაურებზე. გამარჯვებული 12 კვირით ამერიკაში გაგზავნეს, რათა ემოგზაურა და ბლოგები დაეწერა. მას უფინანსებდნენ მთლიან მოგზაურობას და სრულ დაზღვევას.

A woman is looking at a map while traveling abroad. (Shutterstock)

 

კომენტარები

კომენტარი