კულტურა

CNF საქართველოს დაცული ტერიტორიებს 1,1 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1,1 მლნ ევროს გრანტს მიიღებს, – ამის შესახებ travelingeorgia წერს.

ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლებმა უკვე გააფორმეს.

საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

კომენტარები

კომენტარი