სტილი, დიზაინი

მაჩვენე შენი საცვალი და გეტყვი ვინ ხარ შენ

მოდა უკვე დიდი ხანია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 1926 წელს ეკონომისტმა ჯორჯ ტეილორმა გამოაქვეყნა თავის ნაშრომი, სახელად “ქალის ქვედაბოლოების სიგრძის თეორიის ინდექსი”, რომლის თანახმადაც, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას უჭირდა, ადგილობრივი ქალბატონები გრძელ საცვლებს იცვამდნენ, ხოლო კეთილდღეობის ხანაში, პირიქით.

რაც გვაცვია ტანსაცმლის შიგნით, ასახავს ჩვენს შინაგან სამყაროს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ყოველდღიური ტანისამოსი.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ საცვალს და მათ აღწერას, თუ როგორ მეტყველებენ ისინი თქვენზე.

T – ტიპის საცვალი

ასეთი საცვლები ძალიან სკანდალურია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ კომფორტულია.

ვინც ამ ტიპის საცვლებს რეგულარულად იცვამენ, თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები და თამამები არიან.

G – ტიპის საცვალი

G და T ტიპის საცვლები ძალიან ჰგვავს ერთმანეთს, მაგრამ მათი მახასიათებლები რადიკალურად განსხვავებულია.

ისინი, ვინც ამ ტიპის საცვლებს ხმარობენ, უთავსებენ სამსახურსა და სიამოვნებას ისე, რომ შეიმსუბუქონ სხვადასხვა სახის ტკივილი და სტრესი. ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, თავიანთ თავში, მაგრამ, ამავდროულად, სურთ საკუთარი თავის უცნობი ფსიქოლოგიური და მენტალური მხარეების აღმოჩენაც.

Thong

ამ ტიპის ადამიანები ამბიციურები, მოტივირებულები არიან. ისინი წარმატებისკენ მიისწრაფვიან, ხოლო მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა არაფერს ნიშნავს, მათი წარმატება კი სხვებსაც შთააგონებს.

ტანგა

2010 წლის კვლევის მიხედვით, წითელი ფერის საცვალი გაცილებით მიმზიდველია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფერი.

ტანგას ისეთი ადამიანები ხმარობენ, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან ხასიათში, მაგრამ თავიანთი აზრით, საკმაოდ პროგრესულები. ისინი მცირე დეტალებით იღებენ სიამოვნებას ცხოვრებაში, მაგრამ მათი სამეგობრო წრე აუცილებლად თანამედროვე აზროვნების ხალხისგან უნდა შედგებოდეს.

ბიკინი

ამ ტიპის საცვალს ძირითად მოლაშქრე, ათლეტი და ზოგადად სპორტული ხასიათის მქონე გოგოები ატარებენ, ასევე, ისინიც, რომლებიც საკუთარი სხეულით კმაყოფილები არიან. მეტიც, შეიძლება საკმაოდ მხიარულები და სექსუალურებიც იყვნენ, მაგრამ, ამავდროულად, სერიოზულები და მიზანშეწონილებიც.

“თავხედი” (Cheeky)

“თავხედ” საცვლებს, ძირიდადად, თავხედი ადამიანები ატარებენ. ისინი ძალიან ჭკვიანები, ენაკვიმატები და მხიარულები არიან. ისინი სწრაფად ხვდებიან სხვისი ხუმრობების არსსა და ჟესტებს, ასევე, ძალიან მომხიბვლელები არიან.

ტიმონი ბრაუნის და სხვა მკვლევარების კვლევები ამტკიცებს, რომ სხეულის მდგომარეობა და მისი მოძრაობის მანერები დიდ გავლენას ახდენს საკუთარი მომხიბვლელობის შეფასებაში.

Hipster

კვლევებმა დაამკიცა, რომ ბიჭები, რომლებიც ვიწრო და გამოყვანილ ტანსაცმელს იცვამენ, უფრო მამაკაცურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც განიერ და ფართო ტანსაცმელს ხმარობს. საცვლის ეს ტიპი შორტებსა და საცვლებს შორის შუალედს ავსებს, ხოლო ხმარობენ ისინი, ვინც განმარტოებულები და ჩუმები არიან. ისინი სწორედ მაშინ გაგაკვირვებენ, როდესაც გაიფიქრებ, თუ რა კარგად იცნობთ მათ.

Boyshorts

ამ ტიპის საცვლებს ხმარობს ის კატეგორია, ვისაც გარეთ სიარული უყვართ და არიან სპორტულები და ათლეტურები. ისინი საკმაოდ მომხიბვლელები არიან და უყვართ გარეთ არსებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

The classic briefs (Slip)

თუ თქვენ ამ ტიპის საცვლებს ანიჭებთ უპირატესობას, ეს ნიშნავს, რომ გიყვართ პრაქტიკულობა და კომფორტი. ასევე, დიდი შანსია იმისა, რომ თქვენ რთულ სიტუაციაში ემოციები გააკონტროლოთ და გადაწყვეტილება პანიკის გარეშე მიიღოთ.

მაღალწელიანი (რეტრო) High-Waist (Retro)

მათ არ ანაღვლებთ გარშემომყოფების აზრი. სამაგიეროდ, ისინი ძალიან კომფორტულები არიან, რაც სხვებს გაცილებით უკეთ აგრძნობინებს თავს.

კომენტარები

კომენტარი