სტილი, დიზაინი

ქართველი დიზაინერი გაყიდვების ინდექსით რეიტინგში პირველსა და მესამე ადგილს იკავებს

მოდის გლობალურ საძიებო პლატფორმა Lyst-ზე გაყიდვების ინდექსში “მოდის ბიზნესმა” უკანასკნელ შედეგებში ცვლილება შეიტანა და გამოააშკარავა სეზონზე ყველაზე მეტად გაყიდვადი და მოთხოვნადი ბრენდები. შედეგი, ალბათ, გაგაკვირვებთ, რადგან პირველ ადგილზე ქართველ დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდს “BALENCIAGA-ს” ვკითხულობთ.

ინდექსის მიხედვით, მეორე ადგილზეა Gucci, ხოლო მესამეზე, აგრეთვე, გვასალიას კუთვნილი ბრენდი Vetements-ი.

შეგახსენებთ, რომ Vetements მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება, ის იყო დამანგრეველი და მარგინალური, ამ მოდის ხაზმა, მიუხედავად იმისა, რომ დემნას არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები. სინამდვილეში მისი გუნდი არ ფიქრობდა, იმავეს, რასაც სხვა მოდის სახლები. მათი მოტივი იყო ის, რომ ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ გაყიდულიყო მაღაზიებში. დიზაინერის ნამუშევრები არის შეძლებისდაგვარად რეალისტური და სატარებლად კომფორტული.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქართველ დიზაინერს ამხელა წარმატება არ ჰქონია, როგორიც დემნა გვასალიას.

 

 

კომენტარები

კომენტარი