შემოქმედებითი ინდუსტრიები

„ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ – ფილარმონიაში საიუბილეო კონცერტი გაიმართება

„ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა“ – ამ სახელწოდებით 10 ივნისს  ცნობილი ქართველი კომპოზიტორის 75 წლის იუბილე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღინიშნება. პროექტს მომღერალი  ნოდიკო ტატიშვილი წარმოადგენს.

ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ალექსანდრე ბასილაიას ცნობილ დუეტებს შეასრულებენ ქართული ესტრადის  მომღერლები მარიამ როინიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ხალვაში, სალომე ბაკურაძე, სოფო გელოვანი და თიკა მახალდიანი.

კონცერტზე შესრულდება ბასილაიას სიმღერების ახალი ვერსიები, რომლის ავტორიც მუსიკოსი, პიანისტი დავით მაზანაშვილია.

საიუბილეო საღამოზე დასასწრები ბილეთები   20, 40 და  50 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი