საშემსრულებლო ხელოვნება

15 ივნისს მაია ბარათაშვილის ჯაზის საღამო გაიმართება

15 ივნისს, 21:00 საათზე „ბუდა ბარში“ ქართველი ჯაზშემსრულებლის, მაია ბარათაშვილის საღამო   გაიმართება.   „ჯაზი მაია ბარათაშვილთან ერთად“ – ასე ერქმევა საღამოს, რომელიც სპეციალურად ჯაზის მოყვარულებისთვის დაიგეგმა.

მაია ბარათაშვილთან ერთად საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ    პიანისტი გიორგი რაქიაშვილი, კონტრაბასისტი გიორგი სამსონაძე და დრამერი ჯორჯ მელი.

საღამოზე შესრულდება ცნობილი ჯაზური კომპოზიციები ბენდისა და მომღერლის რეპერტუარიდან.

კომენტარები

კომენტარი