კინო

ფილმი “მძევლები” ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვიეს

“თვითმფრინავის ბიჭების” ისტორია  10 ივნისს ფესტივალ “კინოტავრის” საკონკურსო პროგრამაში გაცოცხლდება, შემდეგ კი ფილმი ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაინაცვლებს, სადაც “მძევლების” ინგლისური პრემიერა 24 და 25 ივნისს გაიმართება.

რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა . ჩვენებას ფილმის რეჟისორთან ერთად მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები დაესწრნენ.

ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს. “მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი