კინო

თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს

თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს. როგორც  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერიის ბიგ- ბენდის კონცერტის შემდეგ ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები შემდგე ნომინაციებში გამოავლინეს: საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მარწყვის დღეები / სლოვაკეთი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ტაიმორის შოუ / ისრაელი; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბიზნესი / არგენტინა; ჟიურის პრიზი: ფანჯარა / იტალია.

ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში:რეჟისურა: სართული X / გერმანია; ხმის რეჟისურა: მახლობლად / პოლონეთი; ოპერატორის ნამუშევარი: დანაშაულებრივი მიზანი / ჩინეთი; მონტაჟი: თავშეყრის შემდეგ / ფინეთი; სცენარი: დონორი / საქართველო2017 წლის ფესტივალის პროგრამაში იყო 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა – აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა. ფესტივალი 31 მაისს გაიხსნა ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური, სადიპლომო, ნაშრომის „ვაგონეტი“ ჩვენებით.

2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე; ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფისტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში. ფესტივალს ასევე ჰყავდა საპატიო სტუმარი იერჟი რუჟინსკი, ოპერატორი, რომელიც მუშაობდა ანდჟეი ვაიდასთან და კშიშტოფ კისლიოვსკისთან.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჟიურის წევრების და მოწვეული სტუმრების მასტერკლასები, საკონკურსო კინოჩვენებები, ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა „სკამები“ და სხვა ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი