არტ ტესტები ლიტერატურა

გამოიცანი: Google Translate-ით გადმოთარგმნილი ცნობილი ქართული ლექსები (ტესტი)

არ არსებობს არც ერთ ენაზე შექმნილი ლიტერატურა, რომელსაც თარგმანთან მიმართებაში პრობლემა არ აქვს. ჩვენ ხშირად გავიგებთ, რომ თარგმანის დროს (პროზასა და პოეზიში) იკარგება რაღაც მთავარი, რომელიც მთლიანად ნათარგმნის სიძლიერეს ეჭვქვეშ აყენებს. ზოგი “მთავარში” იდეას გულისხმობს, ზოგიც მუსიკასა თუ ფორმას. ქართულ პოეზიაშიც არსებობს თარგმანის პრობლემასთან დაკავშირებული მეტაპოეტური ლექსი, რომლის ავტორიც ვახტანგ ჯავახაძეა:

მე მირჩევნია, დიდგორის
აღმართზე გავყვე მეგობარს
და გზაზე ჩემი სტრიქონი
შვილივით შემომეგებოს;

და შვილზე მეტად მომენდოს
მიწის ყოველი მტკაველი…
არ დაიჯერო, პოეტო,
არ ითარგმნება ტკივილი.

“არტნიუსმა” გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და გთავაზობთ 10 ქულიან ტესტს, სადაც Google Translate-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ გადმოთარგმნილია ცნობილი ქართული ლექსები შემდეგი პრინციპით: ქართული–ინგლისური–ქართული.

ვნახოთ, თუ რა იკარგება “პირდაპირ” თარგმანში

გამოიცანი: Google Translate-ით გადმოთარგმნილი ცნობილი ქართული ლექსები 


კომენტარები

კომენტარი