საშემსრულებლო ხელოვნება

ედ შირანის დაცვას ინსტაგრამის გვერდი აქვს, რომელიც ვარსკვლავის გვერდზე უკეთესია

მუსიკალურ პროდიუსერსა და მომღერალს, ედ შირანს დაცვა 2015 წლიდან ჰყავს. იგი მას შემდეგ აიყვანა, როდესაც მისი ფანები “ცოტათი მესაკუთრეები” და ეგოისტები გახდნენ, მაგრამ ახლა სწორედ მისი დაცვა გახდა “მესაკუთრე.”

მომღერლის დაცვამ, კევმა, ინსტაგრამის გვერდი 10 დღის წინ, 7 აპრილს შექმნა და მას უკვე 303 000 გამომწერი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოსტების რაოდენობა მხოლოდ 54-ს შეადგენს. მიზეზი მარტივია, ის არა მხოლოდ იცავს ედ შირანს, არამედ ისინი ყველგან ერთად მოგზაურობენ. შეიძლება ითქვას, რომ მთელ დროს ერთად ატარებენ.

პოსტები, რომლებსაც კევი დებს, ძირითადად, მომღერლის სახალისო და გამაღიზიანებელი სურათებია.

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე პოსტის ფოტოს კევის ინსტაგრამ გვერდიდან.

კომენტარები

კომენტარი