ლიტერატურა

ხორხე ლუის ბორხესის “ბაბილონის ბიბლიოთეკა”

მაგიური რეალიზმი ლიტერატურული ჟანრია, რომელშიც მაგიური ელემენტების სამყაროს რეალისტურ სურათში შეტანა ხდება, ჟანრის ძირითადი ელემენტებია: ფანტასტიკური ელემენტები – შეიძლება იყოს შინაგანად არაურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ არასოდეს არ განიმარტებიან, მოქმედი პირები იღებენ და არ ეწინააღმდეგებიან მაგიური ელემენტების ლოგიკას; სენსორული აღქმის მრავალრიცხოვანი დეტალები; ხშირად გამოიყენება სიმბოლოები და სახეები; ადამიანის ემოციები და სექსუალურობა, როგორც სოციალური არსების, ხშირად აღწერილია ძალიან დაწვრილებით; დროის დინება არეულია ისე, რომ ის ციკლურია ან გვეჩვენება არარსებულად. კიდევ ერთი ხრიკი დროის კოლაფსში მდგომარეობს, როცა აწმყო იმეორებს ან გვაგონებს წარსულს; შეიცავს ფოლკლორს ან ლეგენდების ელემენტებს; მოვლენები ალტერნატიული თვალთახედვით წარმოგვიდგება, ანუ მთხრობელის ხმა მესამედან პირველ პირზე გადაერთვება, ხშირრია მოქმედი პირებისა და შინაგანი მონოლოგის თვალთახედვის გადასხვა საერთო ურთიერთობებისა და მოგონებებს შორის, წარსული კონტრასტირდება აწმყოსთან, აბსტრაქტული ფიზიკურთან, პერსონაჟები ერთმანეთთან. ნაწარმოების ღია ფინალი საშუალებას აძლევს მკითხველს თვითონ განსაზღვოს, რა იყო უფრო მართალი და სამყაროს აგებულებასთან შესაბამისი – ფანტასტიკური თუ ყოველდღიური.

ამ ჟანრის ერთ-ერთი კლასიკოსია არგენტინელი პროზაიკოსი პოეტი და პუბლიცისტი ხორხე ლუის ბორხესი, რომლის ნაწარმოებები სავსეა შენიღბური ფილოსოფიური მსჯელობებით არსებობის მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმოებს წარმოადგენს მისი მოთხრობა „ბაბილონის ბიბლიოთეკა“. მოთხრობის ძირითადი თემა, რომელიც დაწერილია ესე-ფიქციის სტილში, წარმოადგენს ბაბილონის ბიბლიოთეკის აღწერა. იმ გამოგონილი ადგილის, სადაც იმყოფება მთავარი გმირი. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში თითქმის არაფერია ნათქვამი პერსონაჟზე, ის მხოლოდ დამკვირვებელი და მთხრობელია, რაც დამახასიათებელია ბორხესის შემოქმედებისთვის. თითქოს სამყარო, სივრცე და დრო მოძრაობდ მთავარი გმირის გარშემო და მისი გავლით, ხოლო მას მხოლოდ დამკვირვებლის როლიღა რჩება. ბიბლიოთეკა შედგება ოთახ-გალერეების უსასტულო სიმრავლისგან, რომლებსაც გააჩნიათ ექვსი წახნაგი. ყველა გალერეაში 20 თაროა, რომლებზეც 400-400 გვერდიანი 32-32 წიგნი დგას. ყოველ გვერდზე 40 სტროფია, ყოველ სტროფში შავი ფერის 80 ასოა. ყველა წიგნი დაწერილია 25 ნიშნის მეშვეობით. ბიბლიოთეკაში მოგზაურობენ ან ცხოვრობენ ადამიანები (ბიბლიოთეკარები), ბიბლიოთეკის მოწყობისა და შენახვის სხვადასხვა მოსაზრებებით მოთხრობის გმირი გვიამბობს ბიბლიოთეკაში თავის მოგზაურობაზე, მის ისტორიაზე. ნაწარმოების განმასხვავებელი ნიშანი მისი მეტაფორულობა და სიმბოლიზმია. მეტაფორებად იქცევიან არა სახეები, არა სტროფები, არამედ მთლიანად ნაწარმოებები. ბორხესისთვის დამახასიათებელია აზრობრივი ფენების ერთმანეთზე დადება, რაც, ასევე, წარმოადგენს მისი ნაშრომების განმასხვავებელ ფაქტორს. როცა გარეგანი, ხილული ფენის ქვეშ იმალება კიდევ ერთი, მის ქვეშ კიდევ ერთი და ა.შ. როგორც წესი, ბორხესის მოთხრობები შეიცავენ რაიმე დაშვებას, რომლის მიღებისას ჩვენ ახლებურ რაკურსში დავინახავთ საზოგადოებას, ახლებურად შეაფასებთ ჩვენს მსოფლმხედველობას.

როგორც ბორხესი აღნიშნავს, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“ დაწერა მითის ,  „ათასი მაიმუნის“ , საილუსტრაციოდ. მითის არსი ისაა, რომ ასობით მაიმუნიც რომ დაჯდეს და ღილაკებზე აკაკუნოს, ადრე თუ გვიან ისინიც შეძლებენ ტოლსტოის „ომისა და მშვიდობის“ თუ შექსპირის პიესების დაწერას. ქაოსს შეუძლია, ადრე თუ გვიან , დროებით მაინც დაამყაროს წესრიგი გარკვეული კომბინაციების მონაცვლეობით. ამ იდეზე ბორხესი წერს თავის მოთხრობებში, იდეაზე უსასრულო რაოდენობის აზრების კომბინაციების მონაცვლეობაზე. მიუხედავად ამისა, ავტორის არც ერთ  შემოქმედებას არ შეიძლება ერთი კონკრეტული იდეა მივანიჭოთ, რადგან ავტორისთვის ის ნიშნავდა ერთ, ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სხვას.

„ბაბილონური ბიბლიოთეკის“ ექსპოზიცია ემსახურება გარემო ადგილის აღწერას, ავტორის მიერ. ბორხესი მკითხველს ითრევს მდუმარებასა და ბიბლიოთეკის მაგიურობაში.

მიუხედავად იმისა , რომ ნაწარმოებს სიუჟეტი არ აქვს, მაინც შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ:

1. ბიბლიოთეკის შენობაში შესვლა.

2. ავტორის მოკლე მონათხრობი საკუთარ თავზე.

3.ბიბლიოთეკის განმარტება და მისი არსებობის კანონები

4 .ხალხის მცდელობა ბიბლიოთეკის სტრუქტურის შეცნობისა.

5.ბიბლიოთეკის არსის შეცნობა ავტორის მიერ.

კონფლიქტის განვითარება იწყება პერსონაჟის მონაყოლით საკუთარ თავზე, და იმ ადგილის არსის შეცნობით, სადაც იმყოფება. „ბაბილონური ბიბლიოთეკის“ კონფლიქტის არსის გაგების სხვადასხვა გზა არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბორხესი ცდილობს მეტაფორულად აჩვენოს სამყაროს შექმნისა და გაგების ადამიანების მცდელობის ისტორია. შემდეგ, კონფლიქტი გრძელდება, ავტორი ბოლოს თითქოს შეასვენებს თავის გმირს  და ამბობს, რომ შეუძლებელია ჩაწვდე უსასრულობას, მაგრამ ადამიანები მაინც არ მოეშვებიან მცდელობას, როგორი ლოგიკური, თუ პირიქით, აბსურდულებიც არ უნდა იყოს მცდელობები.

მოთხრობა სავსეა ჩამორჩენებით – როცა მთხრობელი იხსენებს სხვადასხვა ამბებს , რომლებიც გადახდათ ბიბლიოთეკის ხალხს, ასევე ლეგენდებს ამ ადგილზე. ისინი ანელებენ თხრობის „გახურებას“ , თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვან დეტალებს უმატებენ , რაც ავტორის აზრის გასაგებაში გვეხმარება.

თხრობა მიმდინარეობს თანაბრად და შეუძლებელია მასში გამოყო, მნიშვნელოვნად მკვეთრი მოქმედება, განვითარება თუ კულმინაცია.

წერის ენა საკმაოდ ლაკონური , დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიცხვებსა და გეომეტრიულ ფიგურებს. ავტორი ცდილობს, ასეთი ენობრივი მახასოათებლების გამოყენებით , შეუქმენას მკითხველს ამ ადგილის რეალურობის განცდა. დიდ ყურადღებას უთმობს მცდელობას , გადმოსცეს შენობის განუყოფელობის განცდა, ავტორს მკითხველი შეყავს თამაშში და აძლევს გონების საკვებს – არის თუ არა უსასრულო ბიბლიოთეკის სამყარო და სარკეში მაყურებელი პასუხობს –  თუ არის მაშინ ყველაფერი რაც ზემოთ აღწერილია ილუზიაა.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოთხრობაში ბევრი სიმბოლოა – წიგნი, სარკე, თვითონ ბიბლიოთეკა , სიტყვა ბაბილონი, (არა როგორც უძველესი იმპერიის სიმბოლო, არამედ ყველაფრის შემგროვებლის) ასევე სიმბოლურია ციფრებიც , რომლებსაც ბორხესი იყენებს. მწერალი გატაცებული იყო ნუმეროლოგიით, კომბინატორიკით და ებრაული კაბალებით. ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ კონტექსტი და ქვეტექსტი ნაშრომის.

„ბაბილონური ბიბლიოთეკა“ სადაც გამომწყვდეულია პერსონაჟ-მთხრობელი – არის მეტაფორა ერთდროულად კოსმოსისა და კულტურის. წაუკითხავი თუ გაუგებარი წიგნი ერთი და იგივეა, ეს არის ბუნების ამოუხსნელი საიდუმლო. სამყარო და კულტურა – ექვივალენტური , ამოუწურავი და უსასრულო. სხვადასხვა ბიბლიოთეკარის გამოჩენით მეტაფორულად წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციაზე მდგარი თანამედროვე ადამიანი კულტურასთან მიმართებაში. ერთნი ემხრობიან ტრადიციებს, მეორენი უარყოფენ მათ, სხვანი აწესებენ ცენზურას , ნორმატიულ – მორალურ მიდგომებს კლასიკურ ტექსტებთან. თვითონ ბორხესი არ მიეკუთვნება არც ერთ ზემოთნახსენებ კატეგორიას. „რწმენა იმისა,რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, გვანადგურებს ჩვენ, ან უბრალოდ მოჩვენებებად გვაქცევს“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიკითხოთ, გავშიფროთ, მაგრამ ამავდროულად შევქმნათ ახალი თავსატეხები, ახალი ღირებულებები – აი ეს არის კულტურისადმი დამოკიდებულება ბორხესის მიხედვით.

ლაშა შათირიშვილი

კომენტარები

კომენტარი