ვიდეოები კულტურა

Euronews–მა აჭარის შესახებ ვიდერგოლი მოამზადა

ცნობილი მედიასაშუალება Euronews–ი აჭარაზე წერს.

Euronews-სს, დაახლოებით, 195 ქვეყანაში ადევნებენ თვალს და უკვე ყველა მათგანმა ნახა კლიპი, სადაც აჭარის ტურისტული სანახაობებია გადაღებული.

მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საქართველოს ეს მხარე აპრილის დასაწყისში მოინახულა. ისინი იყვნენ მთიან აჭარაში, სადაც გადაიღეს გოდერძის სათხილამურო კურორტი და მთა მტირალა, რის შემდეგაც შავი ზღვის სანაპიროს და ბათუმის ჯერიც დადგა.

2018 წელს Euronews-ის ჟურნალისტები კიდევ ორჯერ ჩამოვლენ აჭარაში. ზაფხულში იგეგმება ვრცელი ბლოგის გაკეთება, რომელიც რეგიონში მოგზაურობაზე იქნება, ხოლო შემოდგომაზე ისინი აქცენტს მსოფლიოს ჭადრაკის ჩემპიონატზე გააკეთებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლოტნი ამბობს, რომ Euronews-ზე და BBC-ზე აჭარის გაშუქება რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით მოხდა.

ამასთანავე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აპირებს, რომ აჭარის ვიდეო კლიპები სატელევიზიო არხებზე Deutchevelle–სა და CNN-ზე გაუშვან. ასევე, ადგილობრივ ტელევიზიებში და შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და სხვა.

“არტნიუსი” გთავაზობთ Euronews-ის მიერ მოზადებულ კლიპს.

კომენტარები

კომენტარი