საშემსრულებლო ხელოვნება

ბერძნული მეტალ ჯგუფი Rotten Christ საზღვარზე ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს

12 აპრილს ბერძნული მეტალ ჯგუფი Rotten Christ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს, –  ამის შესახებ ინფორმაციას Season of Mist ავრცელებს. ბენდის თქმით, ეს ბრალდება მათმა სასცენო სახელმა გამოიწვია.

“საზღვარზე დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, მე და ჩემი ძმა პოლიციამ გაგვაჩერა. რამდენიმე წუთში მოგვთხოვეს, რომ გავყოლოდით პოლიციას ზედმეტი კითხვების გარეშე. ჩამოგვართვეს პასპორტები და მობილურები და ჩაგვკეტეს საკანში. სანამ გავარკვევდით ამის მიზეზს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. საბოლოოდ, ჩვენი ადვოკატების წყალობით გავიგეთ, რომ ჩვენი სახელები არასასურველ პირთა სიაში იყო შეყვანილი, რადგან ჩვენ, თურმე სატანისტები ვყოფილვართ, რის გამოც ტერორიზმის ბრალდება წაგვიყენეს.” – განაცხადა ბენდის ერთ-ერთმა წევრმა.

ბენდის თქმით, ისინი ბინძურ საკანში 12 საათი იყვნენ ჩაკეტილები და არ ჰქონდათ შესაძლებლობა გარესამყაროს დაკავშირებოდნენ ან მიეღოთ ინფორმაცია დაპატიმრების თაობაზე.

შსს-მ “იმედინიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები დაკავებულები არ ყოფილან, არამედ საბუთების შემოწმების მიზნით იყვნენ გაჩერებულები. ამასთან, შსს-ში ვერ დააკონკრეტეს თუ რამდენი ხნის განმავლობაში დააყოვნეს ჯგუფის წევრები აეროპორტში.

კომენტარები

კომენტარი